მთიანი ყარაბაღის ეროვნულ შეკრებაზე ყარაბაღის პრეზიდენტის, არაიკ არუთუნიანის მიერ, 18 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცებისათვის საომარო მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა. როგორც “არმენპრესი” გვაცნობებს, ამის შესახებ არაიკ არუთუნიანმა საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა.

“შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ეროვნული შეკრების რიგგარეშე სხდომა მოვიწვიე და 18 წელზე უფროსი პირების საყოველთაო მობილიზაცია და სამხედრო მდგომარეობა გამოვაცხადე.

ჩვენ არაერთხელ გამოვაცხადეთ, რომ არ ვართ ომის მომხრენი, თუმცა ამისთვის მზად ვართ. ჩვენზე მეტად მშვიდობის მომხრე არავინ არის და ჩვენზე მეტად არავის უყვარს მშვიდობა. ჩვენ არ გვინდოდა ომი, მაგრამ ვალდებულნი ვართ ჩვენი სამშობლო და ოჯახები დავიცვათ.
სიტუაციის გამწვავების მთლიანი პასუხისმგებლობა აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება.

ჰუმანიტარული კატასტროფისთვის, რომელიც ჩვენს რეგიონს ემუქრება, პირადად აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ალიევი აგებს პასუხს”,- დაწერა არუთუნიანმა.