ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დღეს, 31 იანვარს, კორონავირუსის 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში ვირუსის გამოვლენის მაჩვენებელი გაიზარდა.
ოფიციალურად დაფიქსირდა ომიკრონის მხოლოდ ერთი შემთხვევა, მაგრამ ექიმები თვლიან, რომ დადასტურებული შემთხვევების უმეტესობა, სავარაუდოდ, დაინფიცირებულია “ომიკრონის” შტამით.