ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა ნაგვის ახალი მანქანა მიიღო, მისი გამტარუნარიანობა 18 კუბური მეტრია.
ნაგვის ახალი მანქანა ადგილობრივით ბიუჯეტით 296 150 ლარად შეიძინეს.
2021 წელს მუნიციპალიტეტმა 3 ახალი და დიდი კონტეინერი შეიძინა, თებერვალში კიდევ 6 კონტეინერის მიღებას ელოდებიან, რომლებიც სოფლებში: ოლავერდში, დიდ სამსარში, მცირე სამსარში, აზავრეთში, ხანდოში, ალასტანსა და ვარევანში, ასევე სოფლებში ხავეთსა და დილისკაში განთავსდება.
ნაგვის ახალი მანქანები ტექნიკურად აღჭურვილია შორეულ სოფლებში მისასვლელად.
ამ დროისთვის სერვის ცენტრს 5 ნაგვის მანქანა ჰყავს, რომელთაგან ერთი მწყობრიდან გამოსულია, ორი “გაზ 50”-დან ერთი ასევე მწყობრიდანაა გამოსული.
სოფელ ხულგუმოში, კულიკამში, კორხში, თოთხამსა და მაჯადიაში ნაგვის ახალი კონტეინერები უნდა დამონტაჟდეს.