სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალქალაქის III კორპუსში, პროფესიული განვითარების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამას კიდევ 5 სასწავლო პროგრამა დაემატება.
2020 წლიდან სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალქალაქის ფილიალში «საბაჟო საქმის» პროფესიული პროგრამა მოქმედებს. მიმდინარე წლის სექტემბერში კიდევ, 5 ახალი პროგრამა დაემატა: სატყეო მეურნეობა, მებაღეობა, ელექტროენერგია, ბუღალტერია, კომპიუტერული ქსელები და სისტემები.
პროგრამა ხელმისაწვდომია, როგორც სრული საშუალო განათლების მქონე აბიტურიენტებისთვის, ასევე, საბაზო (9 კლასი) განათლების მქონეთათვის. საბაზო განათლების აბიტურიენტებს სპეციალობის პარალელურად შეუძლიათ აუცილებელი სასკოლო პროგრამის საგნები შეისწავლონ, მიღებული დიპლომი ატესტატის შესაბამისი იქნება. დიპლომის მქონე აბიტურიენტს, საშუალო სკოლის ატესტატის ეკვივალენტით, სწავლის გაგრძელება შეუძლია ნებისმიერ სასწავლო საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
«პროგრამა რეალიზებული იქნება უნივერსიტეტის ფარგლებში, ასევე გათვალისწინებული იქნება სომხურენოვანი სტუდენტების მიღება, ჩვენ 30 საკრედიტო მოდული გვაქვს მათთვის ქართული ენის სწავლებისთვის. ჩვენ ორი მიმდინარე პროგრამა გვაქვს ახალციხეში, ხოლო ერთი ახალქალაქში. 5 სექტემბრამდე პროგრამა ლიცენზირების პროცესს გაივლის, შემდეგ გამოცდების ცენტრის მიერ ორგანიზებული მისაღები გამოცდები ჩატარდება. სექტემბრიდან ახალი პროგრამები ახალქალაქში ამოქმედდება», – განუცხადა JNEWS-ს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, ცისკარა ზარანდიამ.
მასწავლებლად მიღებაზე განაცხადის შეტანა თებერვალში დასრულდა. როგორც ცისკარა ზარანდიამ აღნიშნა, გამოცხადებულია კონკურსი, რომელიც ამ კვირაში ჩატარდება.