საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამავე ვებგვერდის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 90 შემთხვევა ფიქსირდება.
ამასთან, უკვე გამოჯანმრთელებულია 16 პაციენტი.
ამ დროისთვის ქვეყანაში საკარანტინო რეჟიმში 4534 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 276 პაციენტია.