ეპიდემიის გამო, ექიმი თითოეული ადამიანის ცხოვრებაში უფრო საგრძნობი გახდა, მათ მიმართ პრეტენზიები უფრო მკაცრია, ხოლო თავად ექიმები უფრო დაუცველები არიან. ახალქალაქის რეფერალური საავადმყოფოს ექიმებმა, ვენერა მაიტესანმა და ანაჰიტ აფოზიანმა, პანდემიის დროს დამატებითი პასუხისმგებლობა აიღეს. ერთი თერაპევტია, ეპიდემიის დაწყებიდან ოჯახის ექიმი, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით რჩევებს იძლევა, მეორე – ინტენსიური თერაპიის ანესთეზიოლოგი, რომელიც ვაქცინაციის პროცესზეა პასუხისმგებელი.
ახალქალაქის რეფერალური ჰოსპიტალი
ახალქალაქის ექიმი ყოველ დილას პროვინციულ საავადმყოფოში იწყებს, რომლის ჩვეული ცხოვრების რიტმი COVID-19-ის ეპიდემიის გამო დაინგრა. ახალქალაქი 2020 წლის სექტემბრამდე კოვიდისგან მწვანე ზომა იყო. აჭარის, ზღვის სეზონის შემდეგ, პირველი პაციენტები გამოჩნდნენ, მაგრამ თავიდან მასობრივად სასწრაფო დახმარების ექიმები დაავადდნენ, რასაც მიჰყვნენ ექთნები და საავადმყოფოს დანარჩენი პერსონალი.
ვენერა მაითესიანი: “მხოლოდ ღმერთს და ექიმს შეუძლიათ ადამიანის გადარჩენა”
თეთრი ხალათი, სათვალე, კისერზე შემოხვეული სტეტოსკოპი და ბოლო ორი წლის სიმბოლო – სამედიცინო ნიღაბი. თერაპევტი ვენერა მაითესიანი ორ კაბინეტს შორის “იხლიჩება”. თერაპევტის ოთახში ის იღებს პაციენტებს და აძლევს მითითებებს, ხოლო იმუნიზაციის ოთახში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებს აკეთებს. მის მუდმივ, თერაპევტის კაბინეტში, სექტემბრიდან მოყოლებული იკვლევს პაციენტებს, ტესტირებისთვის მითითებას აძლევს ან სხვა საავადმყოფოებში გზავნის, რომლებიც კვალიფიცირებული არიან კორონავირუსის დიაგნოზზე.
”ჩვენთან დღე არ იწყება, ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ვმუშაობთ, მაგრამ სამუშაო გრაფიკი გვაქვს. 9:30 საათზე იწყება კლინიკაში მუშაობა, შემდეგ ხუთწუთიანი შესვენება, შემდეგ საღამოს ხუთ საათამდე კლინიკაში შესვენების გარეშე. ხანდახან საჭმლისთვის დროს ვერ ვპოულობთ”, – ყვება ვენერა.
ის არ უჩივის მუშაობის სიმძიმეს. მან ბავშვობიდანვე აირჩია თავისი ბედი, შეგნებულად.
თერაპევტი ვენერა მაითესიანი ვაქცინაციის კითხვარში მონაცემებს წერს
”მე 6 კლასში ვიყავი, ჩემი უმცროსი ძმა დაბრუნდა ბანაკიდან და მენინგიტი დაემართა. მძიმე მდგომარეობაში იყო. ჩვენი ბელა არმენაკოვნა (ექიმი) მოვიდა, მან გადაარჩინა. მაშინ გადავწყვიტე, რომ თუკი შესაძლებელია ადამიანის გადარჩენა, ღმერთის შემდეგ ეს შეიძლება გააკეთოს ექიმმა. გადავწყვიტე ექიმი გავმხდარიყავი. დავამთავრე ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. ასპირანტურამდე არ მივსულვარ, სამშობლოში დავბრუნდი, ძალიან მინდოდა გაგრძელება, მაგრამ მამაჩემს ჰქონდა გულის პრობლემები, მან თქვა: ”თუ დარჩი ერევანში, ეს იქნება სამუდამოდ. მინდა რომ ჩემთან იყო “. ეს სიტყვები ჩემთვის საკმარისი იყო ”
საავადმყოფოს მიმღები. აქ ბევრი ხალხი იყო კორონავირუსის პიკის დროს
როგორც თერაპევტი ყვება, 2020 წლის შემოდგომით, კორონავირუსის გამო, მათ ძლიერი დაძაბულობა ჰქონდათ და მოსახლეობა ძლიერ პანიკაში იყო. დღე და ღამე მიწევდა სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა.
”სექტემბრიდან დაწყებული თებერვლამდე არ იყო არცერთი მშვიდი მომენტი. 2020 წლის დასაწყისში იყო ერთეული შემთხვევები, რომლებიც გავლენას არ ახდენდნენ ჩვენს საქმიანობაზე. პანიკა უკვე შემოდგომაზე იყო. ავად იყვნენ თუ არა, ადამიანები შეშინებულნი იყვნენ. თვითმკურნალობით იყვნენ დაკავებულნი, ხოლო შემდეგ, მოდიოდნენ გართულებებით, რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთული იყო. ”
ახალქალაქის ექიმებს გაუჩნდათ შიში, როდესაც საქართველოში პირველი ექიმი, მათი საავადმყოფოს კოლეგა, კორონავირუსით გარდაიცვალა.
”ჩვენ ვმუშაობდით ორი პირბადით, ვანიავებდით კაბინეტს. როდესაც ჩვენი კოლეგა გარდაიცვალა- ეს იყო სტრესი, ყველა მოაზროვნე ადამიანი შიშს გრძნობს, მაგრამ პანიკა არ ყოფილა. შიში იყო და არის, ჩვენ გვაქვს შიშის მიზეზი, ყველანი შეიძლება ავად გავხდეთ, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ. ეს ბოროტება მთელი კაცობრიობისთვისაა. მაგრამ ხალხმა უნდა იბრძოლოს ამ დაავადების წინააღმდეგ. ჩვენი ბრძოლა არის სტერილობის შენარჩუნება, საკუთარი თავის დაცვა, კონტაქტების შემცირება, მაშინაც კი, როდესაც კონტაქტში ხარ, ფრთხილად უნდა იყო. ”
ვენერა მაითესიანი კორონავირუსს ყველაზე ეფექტიანად ებრძოლა და ახლა სხვებს ეხმარება კითხვარის შევსებაში და ვაქცინაციის პროცესის მონიტორინგით. ჯერ არ ყოფილა გართულებები.
”თვითონ ვიყავი ერთ -ერთი პირველი, ვინც ვაქცინა გაიკეთა, Sinopharm– ით ავიცერი, ვერაფერი ვიგრძენი. იმ დღეს, როდესაც ექთანი გარდაიცვალა ახალციხეში, ზუსტად იმ დღეს ჩვენ ვიყავით რეგისტრირებული AstraZeneca-ზე. ველოდებოდით, რომ 10 ადამიანი ყოფილიყო, რომ ფლაკონი გაგვეხსნა. მაშინ გავიგეთ იმ შემთხვევის შესახებ (ახალციხეში, ვაქცინაციის შემდეგ, მედდას სავარაუდოდ განუვითარდა ანაფილაქსიური შოკი, მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა). AstrаZenecа-სადმი დამოკიდებულებაზე ძირითადად გავლენა იქონია იმან, რომ ვერ ვპოულობთ თრომბის გამომწვევ მიზეზს. ვაქცინის არჩევანი – პაციენტის არჩევანია. ვთვლი, რომ ვაქცინა გადაგვარჩენს. ჩვენი ხსნა იქნება მთელ მსოფლიოში ცუდი შემთხვევების შეჩერება. თუ ისტორიას გადახედავთ, ყველა დაავადება ვაქცინებით აღმოიფხვრა“.
ვაქცინაციის შემდეგ ექიმი 30-45 წუთის განმავლობაში პაციენტთან რჩება
საკუთარი სიცოცხლის შიში არსებობს, მაგრამ განცდა და ტკივილი უფრო მეტია, როდესაც შეუძლებელია პაციენტის გადარჩენა. ვენერასთვის ეს დიდი დარტყმაა, როდესაც ის გრძნობს უმადურობას პაციენტებისგან ან მათი ნათესავებისგან.
”ჩემს პაციენტებს შორის კორონავირუსით გარდაცვალება არ ყოფილა, არც ერთი. მაგრამ იმ პაციენტებისგან, რომლებიც ჰოსპიტალიზაციისთვის გავაგზავნე, იყო ორი შემთხვევა, მათ ქრონიკული დაავადება ჰქონდათ. არ არსებობს ექიმი, რომელიც არ კვდება ან ცოცხლდება პაციენტთან ერთად. ექიმისთვის პაციენტის ნებისმიერი მდგომარეობა ტკივილს იწვევს. ექიმი ჩვეულებრივი მოკვდავია, ის იღლება, მაგრამ, რაც არ უნდა დაღლილი იყოს, ის არასოდეს იტყვის უარს პაციენტზე. ექიმს სჭირდება საზოგადოების მხარდაჭერა. თქვენ შეგიძლიათ განკურნოთ 1000 პაციენტი, მაგრამ, თუნდაც ერთი უბედური შემთხვევა იყოს და თუნდაც ექიმის ბრალი არ იყოს, უკვე უწოდებენ ცუდ ექიმს. ზოგიერთი ადამიანი გაუცნობიერებლად ესხმის თავს ექიმს. მოჰყავთ ავადმყოფი და მაშინვე ეუბნებიან „რას აკეთებ? რატომ დგახარ, ჩქარა, სწრაფად გაუკეთე ინექცია“. შენ არც კი იცი რა სჭირს პაციენტს, არ გაქვს დრო წნევის გასაზომად. ასეთი შემთხვევები იმედგაცრუებას იწვევს”.
პაციენტები რეანიმობილით გადაჰყავთ დედაქალაქში ან სხვა ქალაქებში, ექიმის დანიშნულების მიხედვით.
ექიმი დღეს მარტო ცხოვრობს ახალქალაქში. ქალიშვილებმა წარმატებას სხვაგან მიაღწიეს. სახლში ის აგრძელებს ტელეფონით პაციენტებისთვის კონსულტაციის მიცემას, ან მეზობლები მიდიან რჩევისთვის. ვენერა მაითესიანის ქმარიც ექიმი იყო. ივლისში ვენერამ ორი კვირით დაისვენა. სამი ქალიშვილი ორი წელია არ უნახავს.
”ჩემი შვილები მეუბნებოდნენ, რომ ისინი არ გახდებიან ექიმები, ამბობდნენ, რომ მათ არ უნდათ შვილების მარტო დატოვება, როგორც ეს ჩვენ გავაკეთეთ. ამის მიუხედავად, ჩემმა უფროსმა ქალიშვილმა მაინც აირჩია ექიმის პროფესია, ის მუშაობს ლონდონში, ოფთალმოლოგია. ჩემი მეორე ქალიშვილი პროფესიით ეკონომისტია. ის მუშაობს IT კომპანიის აღმასრულებელ დირექტორად. მესამე ქალიშვილი მუშაობს იურისტად ერთ ორგანიზაციაში. ისინი სომხეთში ცხოვრობენ “.
ახალქალაქის საავადმყოფოს მესამე სართული, საოპერაციო, ხოლო გვერდით რეანიმაცია. აქ არ არის ხალხმრავლობა, სიმშვიდეა, მაგრამ ყველაზე მეტი მღელვარება აქ არის, რადგან ყოველ წუთს უნდა იბრძოლო თითოეული სიცოცხლისთვის. ანაჰიტ აფოზიანი კომპიუტერთან მუშაობს, ექიმის კაბინეტში ყველგან დაავადებების ისტორიებია. ანაჰიტი ცხოვრების უმეტეს ნაწილს საავადმყოფოში ატარებს, მაგრამ მისთვის, როგორც მემკვიდრეობითი ექიმისთვის, ეს ჩვეულებრივი ცხოვრებაა.
”მე ვსწავლობდი ბლაგოვეშენსკში შორეულ აღმოსავლეთში. მამაჩემი ექიმია, რა თქმა უნდა, ეს ჩემშია ბავშვობიდან. ძალიან კარგად ვსწავლობდი სკოლაში და წავედი სასწავლებლად იქ, სადაც მამაჩემი სწავლობდა. მართალია, ის სხვა სპეციალობაზე სწავლობდა, შემდეგ გადავიდა სრულიად განსხვავებულ სპეციალობაზე. ჩემი ძირითადი სპეციალობა იყო მეან-გინეკოლოგი. მაგრამ, როცა ახალქალაქში ჩამოვედი, ყოფილი ანესთეზიოლოგი-რეანიმატოლოგი სურენ ვარდანის ძე, რომელიც ასევე ძალიან კარგი ექიმია, ავად გახდა. აქ დასახმარებლად გამომიძახეს, როგორც მეორე სპეციალისტი. მიუხედავად იმისა, რომ არ მეგონა, რომ ახალქალაქში დავრჩებოდი, კურსები დავამთავრე, გამოცდები ჩავაბარე ახალი პროფესიისთვის და ავიღე ლიცენზია. 2004 წლიდან ვმუშაობ ლიცენზირებულ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგად ”.
რამდენიმე სამედიცინო კითხვარი ანაჰიტ აფოზიანის კაბინეტში
ანაჰიტის მძიმე დღეები აქვს, მძიმე ავადმყოფები მოდიან მასთან, მაგრამ ის, არც კი ფიქრობს სამსახურის დატოვებაზე. გადარჩენილი სიცოცხლე სტიმულს იძლევა.
“ეს სამუშაო არ ფასდება. პრობლემები მოსახლეობასთან, ისინი ჩვენთან მუდმივ კონფლიქტში არიან. მაგრამ ჩვენ მაინც, მიუხედავად ყველა ამ გაუგებრობისა, ყველა უსიამოვნო სიტუაციისა, რაც ჩვენთან ხდება, მთელი გულით ვუძღვნით თავს. გვქონდა ძალიან ბევრი სერიოზული შემთხვევა. პრინციპში, ბოლო 18 წლის განმავლობაში, ფიზიკურად ამას მარტო ვუმკვლავდებოდი. მას შემდეგ, რაც 2002 წელს აქ გადმოვედით- 19 წელია, ძალიან კარგი პირობები გვაქვს. იმიტომ, რომ ეს არის ევროპული სტანდარტის საავადმყოფო “.
ანაჰიტს, ისევე, როგორც სხვებს, ჰქონდა კორონავირუსი, თუმცა ის ოჯახის წევრების გამო უფრო ნერვიულობდა. კორონავირუსით მისი დედამთილი გარდაიცვალა.
”ეს არის ძალიან სერიოზული ვირუსი, მას ზედაპირულად მკურნალობა არ უნდა. თუ მეოთხე ტალღა მოვა, სერიოზული გართულებები იქნება. ახლა მესმის, რომ ერთადერთი ხსნა არის ორეტაპიანი ვაქცინაცია. როდესაც მეორე ტალღა დაიწყო, სამწუხაროდ ეს ყველაფერი დაიწყო ჩვენი ექიმებით, სასწრაფო დახმარების ექიმები ავად გახდნენ. პრაქტიკულად 25 ოქტომბრიდან 6 ნოემბრამდე, თანამშრომლების თითქმის 80% დაავადდა კოვიდით. მაშინ, არც ექიმი იყო დარჩენილი და, არც არავინ იყო, ვინც ოპერაციას გააკეთებდა, ქირურგები ერთდროულად ავად გახდნენ, ყველა თერაპევტი, სასწრაფო დახმარების განყოფილება ერთბაშად, რადგან ჩვენი სამუშაო სასწრაფო დახმარებასთან არის დაკავშირებული, ისინი პირველი რგოლია. ყველა ავად იყო, და ერთი პერიოდი ჩვენ პირველ რგოლში აღმოვჩნდით, მათ შორის მეც “.
ახალქალაქის საავადმყოფო აღჭურვილია ვირუსთან საბრძოლველად
როგორც ერთადერთი რეანიმატორი საავადმყოფოში, ანაჰიტი ჩართულია ვაქცინაციის პროცესში. ბრიგადაში სამი ადამიანია, მათ შორის რეანიმატოლოგი გართულებების წარმოქმნის შემთხვევაში. თავდაპირველად, ანაჰიტი ბევრს მუშაობდა ყოველ აცრაზე, რადგან ახალციხეში მედდასთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ, პასუხისმგებელი ექიმებიც განიცდიდნენ დაძაბულობას. თუმცა, ახლა მხოლოდ ანაჰიტია, როგორც ამბობს, “საეჭვო” შემთხვევებში.
”ჩვენ არ გვქონია გართულების არცერთი შემთხვევა. მცირე რეაქციები, როგორიცაა თავბრუსხვევა, გულისრევა- ეს არაფერია. ეს უფრო აცრილთა ემოციური ქცევაა. უპირველეს ყოვლისა, 15-20 წუთი უნდა გავიდეს, რომ პრეპარატმა იმოქმედოს. ეს არის ნერვიულობისგან, მღელვარებისგან. ერთი პერიოდი ბევრი ხალხი ჩამოდიოდა თბილისიდან, ახლა უფრო აქაურები, აღვნიშნავ, რომ ისინი შეგნებულად მოდიან ვაქცინაციისთვის “.
სპეციალური პალატა მწვავე კორონავირუსული პაციენტებისათვის, აქ შესვლისას ექიმები სპეციალურ დამცავ ფორმას იცვამენ
ანაჰიტი ივიწყებს თავის გრძნობებს მხოლოდ მაშინ, როდესაც შემდეგი რთული პაციენტი მოდის.
”ძალიან რთულია გადატანა, როდესაც გესმის, რომ უკვე ვერაფრით უშველი. პირველი ორი დღე, რა თქმა უნდა, გადის, რადგან მომდევნო პაციენტი მოდის. სასოწარკვეთილი და განუკურნებელი, და ვერაფრით დაეხმარები. არცერთ ექიმს არ სურს 10% -ითაც კი მიიღოს გართულებები ან ცუდი შედეგი. ყველა ექიმი ცდილობს უზრუნველყოს, რომ ნებისმიერმა პაციენტმა მიიღოს ხარისხიანი მკურნალობა, გართულებების გარეშე, ყოველგვარი ანესთეზიის გარეშე, რომ ოპერაცია კარგად დასრულდეს“.
ანაჰიტსა და ვენერას ოჯახისთვის დრო თითქმის არ რჩებათ, პროფესია მათ თითქმის მთელ დროს იკავებს. მათი ცხოვრება არის ბრძოლა პაციენტების სიცოცხლისთვის, ეს არის დამარცხების სტრესი და გადარჩენის სიხარული, ეს არის პაციენტების საყვედური და მადლიერება, რაც სტიმულს აძლევს არ გაჩერდნენ, განსაკუთრებით პანდემიის რთულ დროს.