ბოკერიას კლინიკაში აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდში კორონავირუსით ინფიცირებული ორსულების მიმართვიანობა გაზრდილია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში განუცხადეს, ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული 29 ორსული მკურნალობს.

„ამ ეტაპზე, სამეანო განყოფილებაში 29 პაციენტია, 2 კი რეანიმაციაში. მომართვიანობა ძალიან არის გაზრდილი – კატასტროფულად. ამ 1 კვირაში ძალიან გაიზარდა“,- აღნიშნავენ ბოკერიას კლინიკაში.