1-ლი იანვრიდან დღემდე ახალქალაქში 12 ბავშვი დაიბადა. პირველი ახალშობილი გოგონა იყო.

ახალქალაქის საავადმყოფოში 2021 წლის პირველ დღეს ბიჭი დაიბადა, 1-დან 22 იანვრამდე კი 28 ბავშვი გაჩნდა.

2020 წლის 1 იანვარს ახალქალაქში ორი ბავშვი დაიბადა: ბიჭი და გოგონა.

2019 წელთან შედარებით, 2020 წელს, ახალქალაქში შობადობის ზრდა დაფიქსირდა. 2019 წლის 1 იანვრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით 404 ბავშვი დაიბადა – 224 ბიჭი და 180 გოგონა, 2020 წელს – 425 215 ბიჭი და 210 გოგონა.

წინა ორ წელთან შედარებით, შობადობა შედარებით მაღალი იყო 2021 წელს. 2021 წლის 1 იანვრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით ახალქალაქის საავადმყოფოში 484 ბავშვი დაიბადა – 278 ბიჭი და 206 გოგონა.