საქართველოში საჯარო საგანმანათლებლო სკოლებს სახელმწიფო ვაუჩერული სისტემით აფინანსებს. რაც უფრო მეტი მოსწავლე ჰყავს სკოლას, მით უფრო დიდია მისი ბიუჯეტი. ახალქალაქის №2 საჯარო სკოლა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი დიდი სკოლაა, რომელმაც შეძლო გარემონტება და 3 საკლასო ოთახის ექსპლუატაციაში გაშვება. მცირე სკოლები ძირითადად მცირე ინფრასტრუქტურული განვითარებით კმაყოფილდებიან ან ეყრდნობიან გარე დაფინანსებას.
თითოეული სკოლის ბიუჯეტი დამოკიდებულია მოსწავლეთა რაოდენობაზე და სკოლას შეუძლია ეს ბიუჯეტი დახარჯოს საკუთარი შეხედულებისამებრ – მცირე სარემონტო სამუშაოებზე, კომუნალურ მომსახურებაზე, თანამშრომელთა ხელფასის ნაწილზე და ა.შ. თუმცა, ეს სისტემა არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს პატარა სკოლებს – მოსწავლეთა სიმცირის გამო მათი ბიუჯეტი მცირეა, პრობლემები კი სხვებზე ნაკლები არ არის.
ახალქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკოლა, №2 რუსული სკოლა, ყოველთვის გამოირჩეოდა მოსწავლეთა დიდი რაოდენობით. დღეს აქ დაახლოებით 700 მოსწავლე სწავლობს. ამის შესაბამისად, ის უფრო მეტ დაფინანსებას იღებს ვაუჩერებით და საკუთარი ბიუჯეტი საკმარისია სკოლის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. წელს სკოლამ საკუთარი ბიუჯეტით გაარემონტა სამი ოთახი, რომელიც აქამდე საერთოდ არ იყო გამოყენებული, რითაც გაიზარდა კლასების რაოდენობა.
„ეს ოთახები საერთოდ არ ყოფილა ექსპლუატაციაში. 3 ძალიან ლამაზი საკლასო ოთახი გავაკეთეთ, რადგან ბევრი მოსწავლე გვყავს, მეორე ცვლისთვის ადგილი არ იყო, სკოლის ფინანსებით გადავწყვიტეთ რემონტის გაკეთება, რომ ბავშვებს საკმარისი ადგილი ჰქონდეთ“, – კომენტარს აკეთებს №2 სკოლის დირექტორი ანაჰიტ აბგარიანი.
მისი თქმით, საკუთარი ბიუჯეტი ყოველთვის საკმარისი იყო სკოლის ხარჯების დასაფარად. როგორ გადანაწილდეს ბიუჯეტი – წყვეტს სამეურვეო საბჭო.
“ფული ძირითადად ინფრასტრუქტურის განვითარებაზე იხარჯება. გასულ წელს სპორტდარბაზი გარემონტდა, ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა გვაქვს, არც ქიმიის კაბინეტი გვაქვს, არც ბიოლოგიის კაბინეტი. ბიუჯეტს ისე ვგეგმავთ, რომ ყველაფერი საკმარისი იყოს”,- აღნიშნა დირექტორმა.
სახელმწიფო აფინანსებს მოსწავლის განათლებას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთ მოსწავლეზე გამოთვლილი შესაბამისი ფინანსური სტანდარტის ვაუჩერის მიხედვით. ვაუჩერის თანხა ერთ მოსწავლე მუდმივად იცვლება. ამასთანავე მაღალმთიან რეგიონებში ერთ მოსწავლეზე ვაუჩერი უფრო მეტია, ვიდრე დანარჩენ საქართველოში. ბოლო ცვლილებების მიხედვით, არაქართულენოვანი საშუალო სკოლებისთვის ვაუჩერის თანხა კლასების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:
ა) სკოლებისთვის, რომლებშიც 170-დან 205 მოსწავლე სწავლობს– 510 ლარი, მაღალმთიან რეგიონებში – 711 ლარი
ბ) სკოლებისთვის, რომლებშიც 206-დან 299 მოსწავლე სწავლობს – 504 ლარი, მაღალმთიან რეგიონებში – 708 ლარი.
გ) სკოლებისთვის, რომლებშიც 300-დან 530 მოსწავლე სწავლობს – 501 ლარი, მაღალმთიან რეგიონებში – 693 ლარი.
დ) სკოლებისთვის, რომლებშიც 531 -დან 735 მოსწავლე სწავლობს – 486 ლარი, მაღალმთიან რეგიონებში – 672 ლარი.
ე) სკოლებისთვის, რომლებშიც 736 -დან 1269 მოსწავლე სწავლობს – 477 ლარი, მაღალმთიან რეგიონებში – 660 ლარი;
ვ) სკოლებისთვის, რომლებშიც მოსწავლეების რაოდენობა 1269 მოსწავლე სწავლობს – 474 ლარი, მაღალმთიან რეგიონებში – 651 ლარი.
მე-9-დან მე-12 კლასების ჩათვლით
ა) სკოლებისთვის, რომლებშიც 170-დან 205 მოსწავლე სწავლობს – 621 ლარი, მაღალმთიან რეგიონებში – 852 ლარი.
ბ) სკოლებისთვის, რომლებშიც 206-დან 299 მოსწავლე სწავლობს – 618 ლარი, მაღალმთიან რეგიონებში – 849 ლარი.
გ) სკოლებისთვის, რომლებშიც 300-დან 530 მოსწავლე სწავლობს – 615 ლარი, მაღალმთიან რეგიონებში – 828 ლარი.
დ) სკოლებისთვის, რომლებშიც 531-დან 735 მოსწავლე სწავლობს – 606 ლარი, მაღალმთიან რეგიონებში – 810 ლარი.
ე) სკოლებისთვის, რომლებშიც 736 -დან 1269 მოსწავლე სწავლობს – 594 ლარი, მაღალმთიან რაიონებში – 801 ლარი;
ვ) სკოლებისთვის, რომლებშიც მოსწავლეების რაოდენობა 1269 მოსწავლე სწავლობს – 579 ლარს, მაღალმთიან რეგიონებში – 786 ლარს.
ოდნავ განსხვავებული სიტუაციაა სკოლების შემთხვევაში, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა ნაკლებია ამ სიებში განსაზღვრულ მინიმალურ ზღვარზე – 170. აღნიშნულ სკოლებში ბიუჯეტი დგინდება ადმინისტრაციული ხარჯების მიხედვით, სკოლის დატვირთვის, მოსწავლეთა რაოდენობის და ა.შ. მაგალითად, სოფელ ალასტანის საჯარო სკოლაში 98 მოსწავლე სწავლობს. ამჟამად სკოლაში განათლების სამინისტროს დაფინანსებით კაპიტალური რემონტი მიმდინარეობს, ბავშვები სოფელ ვარევანის სკოლაში მეორე ცვლაში სწავლობენ. როგორც სკოლის დირექტორი კრტიან რუბენი აღნიშნავს, მათი ბიუჯეტი, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა საკმარისი ასეთი რემონტისთვის, მაგრამ მათ შეეძლოთ რამდენიმე წვრილმანი საკითხის დამოუკიდებლად გადაჭრა.
„მაგალითად, 1-2 ოთახის გარემონტება, რაც გავაკეთეთ, ან კომუნალური გადასახადების და ხელფასების გადახდა. ჩვენ შეგვიძლია ასეთი ხარჯების გაკეთება. რა თქმა უნდა, გვიწევს დაზოგვა, მაგრამ ვცდილობთ ბიუჯეტი ისე დავგეგმოთ, რომ ეს ყველაფერი საკმარისი იყოს ყველა მოსწავლისთვის. ახლა უკვე, რა თქმა უნდა, სკოლა კაპიტალურად გარემონტდება და ეს ძალიან კარგია“, – კომენტარი გააკეთა მან.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლების მდგომარეობა განსხვავებულია, ზოგიერთ სკოლაში შენობები უზრუნველყოფილია პირველი საჭირო პირობებით და უკვე მუშაობს ახალი შესაძლებლობების განვითარებაზე და დამატებაზე, ზოგიერთ სოფელში კი შენობის ავარიული მდგომარეობის გამო ბავშვები ვერ დადიან მათი სოფლის სკოლაში და სხვა სოფლებში ატარებენ.