სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 1 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 8 022- მდე გაიზარდა. პანდემიის დაწყების დღიდან, საერთო ჯამში, სომხეთში 348 145 პირი დაინფიცირდა, 333 716 კი – ვირუსისგან გამოჯანმრთელდა.