ახალქალაქში ბავშვებში მწვავე რესპირატორული ინფექციის გავრცელების სიხშირეზე, კორონავირუსის შტამ “ომიკრონზე” და იმაზე, თუ როგორ განვასხვავოთ ის მწვავე რესპირატორული ვირუსისგან Jnews-ს ახალქალაქის რეფერალური ჰოსპიტალის ეპიდემიოლოგი, გაიანე ისპირიანი ესაუბრა.
ბოლო დღეებში მუნიციპალიტეტში სულ უფრო მეტი ბავშვი ავადდება, როგორია სტატისტიკა, რამდენია დაავადებული?
ამჟამად იმდენი ავადმყოფი გვყავს, რამდენიც ყოველწლიურად ამ სეზონზე. ჩვენთან (ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში) ოფიციალურად 12 შემთხვევაა დარეგისტრირებული. ყველა ბავშვს აქვს მწვავე რესპირატორული ინფექციები, მწვავე რესპირატორული ვირუსი. მაგრამ რეალურად, უფრო მეტია დაავადებული, რადგან ყველა არ მიდის ექიმთან. მწვავე რესპირატორული ინფექციების და მწვავე რესპირატორული ვირუსების სიხშირე ყოველთვის იანვარ-თებერვალში აღინიშნება.
ინფიცირებული ბავშვების სიმპტომები ძალიან ჰგავს «ომიკრონის» სიმპტომებს და გარდა ამისა, ითვლება, რომ ბავშვები უფრო მეტად ინფიცირდებიან ამ შტამით. როგორ განვასხვავოთ მწვავე რესპირატორული დაავადება, მწვავე რესპირატორული ვირუსისგან და ომიკრონისგან?
სტატისტიკის მიხედვით, 10 წლამდე ასაკის ბავშვები ყველაზე მეტად განიცდიან მწვავე რესპირატორულ დაავადებებს და მწვავე რესპირატორულ ინფექციებს. მათი ორგანიზმი ჯერ არ არის მიჩვეული ვირუსებს. რაც უფრო მეტს ცხოვრობს ადამიანი, მით მეტი ვირუსი და ბაქტერია გაივლის მის ორგანიზმს. ხოლო, როცა ორგანიზმი პირველად ხვდება ვირუსს, რეაქცია მძაფრია, ამიტომ მოზარდები ასე ძალიან არ ავადდებიან და არ უჭირთ ვირუსული დაავადებების გადატანა.
დიახ, ომიკრონს უფრო დიდი გავლენა აქვს ბავშვებზე, თორემ ამდენი ინფიცირებული ბავშვი არ გვეყოლებოდა. ბავშვებს ვაქცინაცია არ გაუკეთებიათ. ბავშვები პირველად აწყდებიან ვირუსს და ბუნებრივია, ასეთი ძლიერი რეაქცია აქვთ. „ომიკრონი“ ზუსტად ბავშვებზე მოქმედებს.
გავრცელებულია თუ არა ახალქალაქში ომიკრონის შტამი?
ჩვენ ახალქალაქში არ გვაქვს ლაბორატორიულად დამოწმებული შემთხვევა, რომ ვთქვათ არის თუ არა „ომიკრონი“. უკეთეს შემთხვევაში შეგვიძლება ავიღოთ ანალიზი, გავგზავნოთ ლაბორატორიაში, სადაც ჩაატარებენ ვირუსოლოგიურ ანალიზს და გვეტყვიან რომელი შტამია. «ომიკრონის» დიდ გავრცელებას ველოდებით. არ გვაქვს სტატისტიკა, რამდენი ბავშვი დაავადდა ახალქალაქში კოვიდით. ჩვენ, ეპიდემიოლოგები, ვფიქრობთ, რომ თუ 2-3 შემთხვევა დაფიქსირდა, მაშინ მათი რაოდენობა მაინც 2-3-ჯერ მეტია, შეიძლება 10-ჯერ მეტიც. დარწმუნებული ვარ, გვაქვს ომიკრონი, უბრალოდ არ ვიცით, მით უმეტეს, რომ მისი კლინიკური სიმპტომები მსუბუქია.
რა სიმპტომები ახასიათებს ომიკრონს ბავშვებში და რა უნდა გააკეთონ მშობლებმა?
ზოგადი მოწამვლის სიმპტომები: თავბრუსხვევა, გულისრევა, მადის დაკარგვა. არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი გრიპისგან. მსოფლიო მეცნიერები ამბობენ, რომ დროთა განმავლობაში Covid-ი გახდება საერთო ინფექციური დაავადება და არ იქნება მაღალი სიკვდილიანობა. ნებისმიერ შემთხვევაში, რადგან სიმპტომები ძალიან ჰგავს, საჭიროა ექიმთან ვიზიტი. თუ ტემპერატურა 1-2 დღის განმავლობაში არ იკლებს, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. ჩვენ არ ვიცით, რა გართულებებს იწვევს კოვიდი ბავშვებში.