დღეს, 20 ნოემბერს, ბავშვთა საერთაშორისო დღეს ახალქალაქის პარკში “ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” (PITA) წარმომადგენელი ახალგაზრდობა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელმძღვანელს, ხასან ხალილს შეხვდა.

oon vstrecha2

11 საათიდან ახალქალაქის ცენტრალურ პარკში PITA-ს ახალგაზრდებმა ბავშვთა საერთაშორისო დღის ფარგლებში საკუთარი ნახატები გამოფინეს. ახალგაზრდებმა საკუთარი ოცნებები, პრობლემები, სურვილები და პრიორიტეტები ფერებით გამოხატეს, აბენეს ის, თუ როგორ ხედავენ ცხოვრებას covid-19-ის პანდემიის დროს და როგორ წარმოიდგენენ ცხოვრებას მის შემდეგ.

oon vstrecha3

oon vstrecha5

საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელი ხასან ხალილი უახლოვდებოდა ყველა ავტორს და ინტერესდებოდა, თუ თითოეულ მათგანის ნახატი რის ჩვენებას ცდილობდა. ორ ათეულზე მეტი ნახატი იყო გამოფენილი.

oon vstrecha4

ნახატების დათვალიერების შემდეგ გაიმართა დისკუსია.

oonvstrecha

“ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს ბავშვთა დღე რთულ პირობებში აღინიშნება”,- თქვა ხასან ხალილმა და დაინტერესდა, თუ როგორ და რის შეცვლა სურთ ბავშვებს, რა იციან ამ დღის შესახებ, როგორი დამოკიდებულება აქვთ…

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართა. ახალგაზრდა ადამიანები ამ დღის დაარსების ისტორიაზე საუბრობდნენ, საკუთარ პრობლემებზე, რაზე ოცნებობენ, მათი აზრით, რა პრობლემებია რეგიონში და რის შეცვლა უნდათ საკუთარ ცხოვრებაში.

oonvstrecha1

UNIСEF-მა შეხვედრაზე დამსწრე ყველა მონაწილეს საჩუქრად გადასცა ჩანთა, სადაც იყო შარფი, პირბადე და ყავის თერმოსი.

oonvstrecha2

UNIСEF-ის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელის მაია ქურცინაძის თქმით, ხასან ხალილი და UNIСEFის წარმომადგენლები ბავშვთა დღის ფარგლებში, გუშინ სემინარში მონაწილეობდნე. შეხვდნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს, სომხური და ქართული ტაძრების წარმომადგენლებს. ასევე ქალაქ ახალქალაქის სკოლებს ანტისეპტიკური ხსნარები გადასცეს.

оон vstrecha

1954 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ყველა ქვეყანას შესთავაზა ბავშვთა საერთაშორისო დღის დაარსება, რომელიც უნდა აღინიშნოს, როგორც საერთაშორისო ძმობისა და ბავშვებს შორის ურთიერთგაგების და მსოფლიოს ყველა ბავშვის კეთილდღეობის ხელშეწყობის დღე. სახელმწიფოებს შესთავაზეს თვითონ შეარჩიონ ამ დღისათვის შესაფერისი თარიღი.

1959 წლის 20 ნოემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ბავშვთა უფლებების დეკლარაცია მიიღო, ხოლო 40 წლის შემდეგ, 1989 წლის 20 ნოემბერს- ბავშვთა უფლებების კონვენცია შედგა.