დღეს ახალქალაქის ახალგაზრდულ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში იესო ქრისტეს სასწაულებრივი აღდგომა – წმინდა აღდგომა აღინიშნა. ეს მშვენიერი საგაზაფხულო დღესასწაული მნიშვნელოვანი მისიის სიმბოლოა, რომლის საშუალებითაც პატივი მიეგება ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა განშორება, ცოდვების მიტევება და ღმერთთან დაბრუნება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ახალქალაქის სურბ ხაჩ ეკლესიის სულიერი წინამძღვარი, მღვდელი ტერ ნარეკ ტიგრანიანი, ახალქალაქის ადგილობრივი ისტორიის მუზეუმის დირექტორი, სედა ამბარიანი, პედაგოგები, მშობლები და სხვები.

170780200_446088219795216_2135440679519418953_n

ღია გაკვეთილი ლოცვით “მამაო ჩვენო” დაიწყო. შემდეგ, ცენტრის დირექტორმა, კარინე თადევოსიანმა ისაუბრა სომხურ კულტურაზე, საეკლესიო დღესასწაულებზე, ხაზი გაუსვა ეროვნული რიტუალების შენარჩუნების მნიშვნელობას და თაობებში ამ რიტუალების დანერგვის როლს.

171550826_261596608948583_6128240367684756758_n

ახალგაზრდული ცენტრის აღსაზრდელებმა პედაგოგების დახმარებით მოამზადეს ლამაზად გაფორმებული მაგიდები: სხვადასხვა სააღდგომო ნაქსოვი ნაკეთობები, ხელნაკეთი ნაქსოვი კვერცხები. დარბაზში სადღესასწაულო ატმოსფერო სუფევდა.

171462060_945234169629250_3735461187988604901_n

ერთ-ერთმა აღმზრდელმა, თათევ ხოცანიანმა აღდგომის მნიშვნელობაზე ისაუბრა, შემდეგ კი ბავშვებმა საეკლესიო გალობით სიცოცხლის ხე მორთეს. თითოეული მოსწავლე დღესასწაულისთვის განსაკუთრებულად მოემზადა, მაგრამ გზავნილი ყველას ერთნაირი ჰქონდა: ყოველთვის და ყველასთან ღვთის მფარველობა და კურთხევა ყოფილიყოს.

170909011_1644399385767739_8518808728632055819_n

ასევე ისაუბრა სომხეთის ისტორიის წრის პასუხისმგებელმა, ვაჩაგან რსტაკიანმა. ღია გაკვეთილის ბოლოს, მღვდელმა, ტერ ნარეკმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ცენტრის მოსწავლეებს აღდგომის მნიშვნელობის მშვენიერი და გულწრფელი წარმოდგენისთვის.

სომხეთის სამოციქულო ეკლესიამ იესო ქრისტეს სასწაულებრივი აღდგომის დღესასწაული მიმდინარე წლის 4 აპრილს აღნიშნა.