შინაგნ საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს წარსულში ნასამართლევი 3 პირი – 1974 წელს დაბადებული მ.პ., 1986 წელს დაბადებული ა.მ. და 1967 წელს დაბადებული კ.გ. დააკავეს. მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად.
ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მ.პ.-ის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, 3 კილოგრამამდე ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს, ხოლო ა.მ.-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 100 გრამამდე ჰეროინის შემცველი ნარკოტიკი.
შსს-ს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ დაკავებული გ.კ.-ის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია: ჰეროინის, ბუპრენორფინისა და მეტადონის შემცველი ნარკოტიკები.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.