რუსეთის ფედერაციაში დასარჩენად უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა წარმოადგინონ ცნობა, რომ ნარკოტიკებსა და ფსიქოტროპულ საშუალებებს არ მოიხმარენ, არ არიან ინფიცირებულნი სხვადასხვა სერიოზული ინფექციით…

რუსეთის ფედერაციაში 2021 წლის 29 დეკემბრიდან ამოქმედდა კანონი, რომელიც ფედერაციის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და მოქალაქეობის არმქონე გარკვეული კატეგორიის პირების მიმართ ახალი წესების შემოღებას ითვალისწინებს. შესაბამისი ცვლილებები „რუსეთის ფედერაციაში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში და „რუსეთის ფედერაციაში სახელმწიფო თითის ანაბეჭდის რეგისტრაციის შესახებ“ კანონში შევიდა. ახლა მათ სავალდებულო სამედიცინო შემოწმება მოეთხოვებათ.

თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე რუსეთის ფედერაციაში შრომითი საქმიანობის მიზნით ჩავა, ჩასვლის დღიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა გაიაროს სამედიცინო გამოკვლევა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების გამოყენებაზე, ინფექციური დაავადებების არსებობის ან არარსებობაზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის სხვებს და დაავადება, რომელიც გამოწვეულია ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ).

თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე რუსეთის ფედერაციაში სხვა მიზნით და 90 დღეზე მეტი ვადით ჩავა, მან უნდა გაიაროს სამედიცინო გამოკვლევა რუსეთის ფედერაციაში შესვლის დღიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში.

სამედიცინო შემოწმების გავლა შესაძლებელია უფლებამოსილ სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებსაც ცალკე განსაზღვრავს რუსეთის ფედერაციის თითოეული სუბიექტი.

სამედიცინო შემოწმების შემდეგ, უცხო ქვეყნის მოქალაქე ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო თითის ანაბეჭდის რეგისტრაციას და გადაღებას. სახელმწიფო თითის ანაბეჭდის სავალდებულო რეგისტრაციისა და ფოტო გადაღების მიზნით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს მოეთხოვებათ პირადად დაუკავშირდეს მიგრაციის დეპარტამენტს ყოფნის (საცხოვრებლის) ადგილზე.