საქართველოში კორონავირუსის 2 622 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 126 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 28 პაციენტი.
ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 27 539 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 309, „პისიარ“ ტესტით – 13 230.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9.52%, ბოლო 14 დღის – 7.01%, ბოლო შვიდი დღის – 8.65%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 956 032 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 911 666 გამოჯანმრთელდა, 14 156 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 545 490 აცრა, დღიურად აცრილია 7 699.
კარანტინის რეჟიმშია 51, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 368 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 228 პირი.
ამასთან, 7 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 4 234 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 727 პაციენტი, გარდაიცვალა 46.