ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა დღეს გამართულ სხდომაზე 2022 წლის ბიუჯეტი, ასევე საკრებულოსა და მერიის თანამშრომელთა საშტატო განრიგი დაამტკიცეს.
ახალქალაქის 2022 წლის ბიუჯეტი 10,7 მილიონი ლარია.
დეპუტატებმა, ასევე დაამტკიცეს საკრებულოსა და მერიის თანამშრომლებით დაკომპლექტების, საკრებულოს წევრთა საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები. საკრებულომ მხარი დაუჭირა მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო მოსამსახურის ხელფასის ზრდას.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის ხელფასი 4950 ლარი იქნება, საკრებულოს თავმჯდომარის 4510 ლარი.
მერის პირველი მოადგილე 3850 ლარს მიიღებს, მეორე მოადგილე – 3520 ლარს. 1-ლი კატეგორიის უფროსი – 2200 ლარი, მე-2 კატეგორიის – 1980 ლარი, მე-3 კატეგორიის – 1 100 – 990, მე-4 კატეგორიის – 880 ლარი.
საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე 3410 ლარს მიიღებს, დეპუტატი 2200 ლარს, კომისიის თავმჯდომარე 2200 ლარს, ფრაქციის თავმჯდომარე 2000 ლარს, ფრაქციის დეპუტატი 1760 ლარს,
1-ლი კატეგორიის აპარატის თავმჯდომარე – 2200 ლარს, მე-2 კატეგორიის – 1980 ლარს, 3 კატეგორიის – 1100 ლარს.