“ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, 17:00 საათზე, უმრავლესობის შეხვედრა გაიმართება. საკითხები, რომელსაც პოლიტიკური საბჭოს და უმრავლესობის ფორმატში განიხილავენ, ამ ეტაპზე უცნობია.
პოლიტსაბჭოს წევრებს პარტიის ოფისში შესვლამდე კომენტარები არ გაუკეთებიათ. განცხადებები სავარაუდოდ, მედიასთან უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდება.