ახალქალაქის ცენტრალური მოედანი დღეიდან 2022 წლის 15 იანვრამდე იკეტება. მოედანს სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად ზღაპრული ქალაქი დაამშვენებს.
მოედნის ცენტრში საახალწლო ნაძვის ხე დგას, სკვერის ტერიტორიაზე კი საახალწლო სათამაშოების სახით განათების ინსტალაციები დამონტაჟდება.
თავისუფლების ქუჩაზე ჯავახიშვილის კვეთიდან (პირველი კვეთა მოედნის ზედა მხრიდან) და ჩარენცის ქუჩამდე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით იზღუდება. ჩარენცის ქუჩაზე მოძრაობა შეუფერხებელია.
ახალქალაქის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა 15 იანვრის შემდეგ, ნაძვის ხის დემონტაჟის შემდეგ აღდგება.