ჯავახეთში დღეს ფილმ “მიწისძვრას” ჩვენება გაიმართა. ფილმის ჩვენებას მღვდელი ტერ ნარეკ ტიგრანიანი, ახალქალაქის მერის ყოფილი მოადგილე არმენ მარანგოზიანი და სხვები ესწრებოდნენ.

leninakan

„მოგეხსენებათ, 7 დეკემბერი სომეხი ხალხის გლოვის დღეა, რადგან 1988 წელს, სწორედ ამ დღეს მიწისძვრა მოხდა, რომლის შედეგადაც ათასობით ადამიანი დაიღუპა.  ბევრი დაინვალიდდა, ბევრი დარჩა უსახლკაროდ, ბევრმა დაკარგა ახლობლები, ნათესავები და დღეს ყველა სომეხი ხსოვნისა და პატივისცემის ღირსია.  ყოველწლიურად ამ დღეს აღვნიშნავთ სამახსოვრო ლიტურგიას და არც წლევანდელი წელია გამონაკლისი.  გადავწყვიტეთ, დღეს ლოცვის შემდეგ, ჩვენი ვიკარიატის დარბაზში ვუყუროთ ფილმს „მიწისძვრა“.  ღმერთმა ქნას, რომ, არც ჩვენს მშობლიურ ქვეყანაში და არც მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არცერთმა ერმა არ განიცადოს ასეთი სტიქიური უბედურებები, ხალხმა მშვიდად და ბედნიერად იცხოვროს“, – თქვა მღვდელმა ტერ ნარეკ ტიგრანიანმა.

 

filmi ditum

ფილმი 1988 წლის 7 დეკემბრის მოვლენებზე მოგვითხრობს, როდესაც სომხეთში 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.  განადგურდა ქალაქები სპიტაკი, გიუმრი, ვანაძორი, სტეფანავანი და 300 დასახლებული პუნქტი.  დაიღუპა 25 ათასზე მეტი ადამიანი, დაშავდა 19 ათასი, ნახევარ მილიონზე მეტი უსახლკაროდ დარჩა.