როგორც იყო გამოცხადებული, საქართველოში დაიწყო პროექტი «ტელესკოლა», რომლის საშუალებითაც პირველი არხი ყველა საგნისა და კლასისათვის ცალ-ცალკე ტრანსლირებას დაიწყებს. როგორც განაცხადეს განათლების სამინისტროში, ეთნიკური უმცირესობებისთვის გაკვეთილების ცალკე ბადე მომზადდება, სადაც ისინი შეისწავლიან ქართულ და მშობლიურ ენებს, ხოლო მომავალში ამ საგნებს სხვებიც დაემატება.
ამის შესახებ განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროში განაცხადეს. სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პირველ ეტაპზე, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის შეიქმნება ცალკე საგაკვეთილო ბადე, სადაც ისინი შეისწავლიან ქართულ ენას. ტელეგაკვეთილების საშუალებით მათ ასევე ექნებათ მეცადინეობები თავიანთ მშობლიურ ენაში. ამ საგნებს, უახლოეს მომავალში სხვა საგნებიც დაემატება.
კონკრეტულ შეკითხვებზე, თუ ვინ ჩაატარებს გაკვეთილებს ან ტექნიკურად როგორ გადაეცემა გაკვეთილები ეთნიკურ უმცირესობებს, კონკრეტული პასუხები ჯერ არ არის. სამინისტროს მიეერ გაცემულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ტელეგაკვეთილებს კონკრეტული საგნების გამოცდილი მასწავლებლები ჩაატარებენ.