სოფელ ტურცხის ახალგაზრდულმა ცენტრმა შესაძლოა ადგილობრივი ბიუჯეტიდან, სახურავის აღსადგენად და ფანჯრების გამოსაცვლელად დაფინანსება მიიღოს.

„დაანგრიეთ ეს შენობა, მოხსენით სახურავი“, – ერთხმად ყვირის ტურცხის მოსახლეობა, რომელიც სოფლის ცენტრში სათამაშოდ შეიკრიბა, ისინი სოფლის ახალგაზრდული ცენტრის შენობაზე უთითებენ.

აღნიშნული შენობა ახალგაზრდული ცენტრისთვის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფულით შეიძინეს. ძეგლი ეზოში ქველმოქმედების ხარჯზე დაიდგა. თავად შენობა ოდესღაც ძალიან კარგად ფუნქციონირებდა, შემდეგ მცხოვრებლებს იმედი ჰქონდათ, რომ შიგნით უბრალო კოსმეტიკური რემონტი გაკეთდებოდა. თუმცა ახლა ყველა ამტკიცებს, რომ შენობა ნესტმა შთანთქა.

პირველ წლებში, როცა ახალგაზრდული ცენტრისთვის შენობა შეიძინეს, მოქმედებდა საცეკვაო ჯგუფები, იმართებოდა მეცადინეობები, ღონისძიებები, მაგრამ, რატომღაც ეს ყველაფერი მალევე შეწყდა. ახალგაზრდული ცენტრი თანდათან მიტოვებულ შენობად გადაიქცა.

turcx11

ეკლესიასთან ახლოს მდებარე ორსართულიანი შენობა თითქოს ორ თანაბარ ნაწილად იყოფა, პირველი სართული ცოტა უკეთ გამოიყურება, ახალი ფანჯრები, ახალი კარი. მეორე სართულს მიტოვებულის იერი აქვს.  ძლიერი ქარისგან სახურავი დაზიანებულია, საიდანაც, ტურცხელების თქმით, შენობაში წვიმის წყალი ჩადის.

„2010 წელს დაახლოებით 17 000 ლარად იყიდეს, რათა სოფელს ახალგაზრდული ცენტრი ჰქონოდა. ამ ბოლოს ბავშვები წავიდნენ, ამბობენ, რომ მთელი შენობა ნესტიანია. ქარმა სახურავი წაიღო. ყურადღებას არ აქცევენ, რომ სახურავი გააკეთონ. გადაყარეს სახელმწიფოს ფული და ყურადღებას არ აქცევენ. შენობა თანდათან ინგრევა. ეს მუნიციპალური შენობაა, არც ერთი გროში არ დახარჯულა, ფანჯრები ჩამტვრეულია. მერიის წარმომადგენლები აქ არ სხედან და არ სურთ რაიმე გააკეთონ, რომ ეს შენობა გამოსადეგი იყოს“, – ამბობს გაგიკ ალბერტიანი, რომელიც 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში საკრებულოში ოპოზიციიდან იყრიდა კენჭს.

 

turcx1

 

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ქარმა სახურავის ნაწილი 3 წლის წინ მოხადა და 3 წლის განმავლობაში შენობაში წყალი ჩადიოდა, რის გამოც ის კიდევ უფრო გამოუსადეგარი გახდა.

 

2

 

თუმცა, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში გაჩნდა პუნქტი – „სოფელ ტურცხის ახალგაზრდული სახლის რეაბილიტაცია“, რისთვისაც სავარაუდოდ 15 000 ლარი დაიხარჯება.

 

1

 

ტურცხში არჩეული დეპუტატის და მერის ყოფილი წარმომადგენლის, ანა ღევენიანის განცხადებით, მომავალ წელს სახურავს შეცვლიანე, მეორე სართულზე ფანჯრებს გამოცდლიან.

„პირადად მივმართე ამ შენობის რემონტთან დაკავშირებით, რომ თანხა გამოეყოთ. თნახა 2022 წლის ბიუჯეტიდან არის გამოყოფილი, სახურავი ქარმა წაიღო, ახლა უკვე გვაქვს ფული და რეაბილიტაციას ჩავუტარებთ. კონკრეტულად 15 000 ლარია გამოყოფილი, მას შემდეგ, რაც სახურავს გავაკეთებთ, დანარჩენი თანხით ფანჯრებს გამოვცვლით, ყველა დამპალია, შიგნით არის რემონტი. დაბლა გავაკეთეთ რემონტი, გამოვცვალეთ ფანჯრები, გამოვცვალეთ კარი. არაფერი გაფუჭებულა ისე, რომ ნესტიანი ყოფილიყო“, – ამბობს სოფელ ტურცხის დეპუტატი, ანა ღევენიანი.

 

3

ბიუჯეტის დამტკიცებამდე, სანამ ტენდერს გამოაცხადებენ და სამუშაოებს დაიწყებენ, შენობას, თუ ამანამდე არ შთანთქავს ნესტი, წვიმის წყლით დასველების დრო ექნება, რადგან სახურავი ნაწილობრივ მოხდილია.