ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, სირანუშ ტონაკანიანის თქმით, მე-2 საჯარო სკოლაში მასწავლებელთა შორის კორონავირუსით ინფიცირების 2 შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანდაცვის სამინისტროში სკოლაში კარანტინის გამოცხადებაზე განცხადება გუშინ გაიგზავნა. გადაწყდა სკოლის დროებით დახურვა.
დისტანციური სწავლება 29 ნოემბრამდე 12 დღე გაგრძელდება. მანამდე, 15 და 16 ნოემბერს, N2 სკოლაში სწავლა ნაწილობრივ დისტანციურად, მხოლოდ ზოგიერთ კლასში მიმდინარეობდა.
ამ წუთებში, დისტანციურად მუშაობს ახალქალაქის მე-4 საჯარო სკოლაც. იქ კარანტინი 20 ნოემბერს დასრულდება.