სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 117 შემთხვევა გამოვლინდა, 2 283 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 46 პაციენტი, კიდევ ცხრა პაციენტის გარდაცვალების მიზეზად კი, სხვა დაავადებები დასახელდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცლებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსზე 10 469 ტესტი ჩატარდა. 6 ნოემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 319 016 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 279 148 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
პანდემიის დაწყებიდან, ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 6 628 ადამიანი გარდაიცვალა. 1 332 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.