ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველაზე მეტი – 366 ახალი შემთხვევა კვლავ თბილისში დაფიქსირდა. კოვიდინფიცირების 286 შემთხვევა აჭარაშია დადასტურებული.
“თბილისში უკვე საკმაოდ ბევრია – 366 ახალი შემთხვევაა, აჭარაში მოიმატა და 286-ია დღეს, გუშინ იყო 189. იმერეთში ოდნავ შემცირდა – 104-ია, გუშინ იყო 150. სამეგრელო ზემო-სვანეთშიც მოიმატა, გუშინ 3 იყო და დღეს 57 ახალი დადასტურებული შემთხვევაა. ქვემო ქართლში გახლავთ – 44, შიდა ქართლში – 21 ახალი დადასტურებული შემთხვევა, კახეთსა და გურიაში გახლავთ – 13-13, მცხეთა-მთიანეთში – 11, სამცხე ჯავახეთში არის – 3 და რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 1 შემთხვევა“,-განაცხადა ენდელაძემ.
15 ოქტომბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 65 შემთხვევაა დაფიქსირებული.