სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის 22 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 439 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამგვარად, დაავადებულთა რიცხვმა 35,693 მიაღწია, საიდანაც 10,032 აქტიური კეისია. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელებულია 560 პაციენტი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 24,766 შეადგენს.
ვირუსის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში 16 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 2 ინფიცირებული სხვა თანმხლები მიზეზის გამოა გარდაცვლილი. სულ კორონავირუსისაგან ქვეყანაში 678 ლეტალური შემთხვევაა დაფიქსირებული, და 217 შემთხვევა სხვა დაავადების შედეგად ვლინდება.
ეპიდემიის პერიოდში ჯამში 149,898 ტესტი ჩატარდა.