კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევიდან 686 – თბილისში, 487 – აჭარაში, 356 – იმერეთში დაფიქსირდა.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევიდან 686 თბილისში დაფიქსირდა. მისი თქმით, საქართველოში კორონავირუსის ინფიცირებული პაციენტებიდან 397 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევები რეგიონების მიხედვით:
აჭარის რეგიონში-487 შემთხვევა,
იმერეთში- 356,
ქვემო ქართლში-36,
შიდა ქართლში-35,
გურიაში -17,
სამეგრელო-ზემო სვანეთში-69,
კახეთში-24,
მცხეთა -მთიანეთში-12,
სამცხე ჯავახეთში-30,
რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში – 7,
თბილისში -686 ახალი შემთხვევა ფიქსირდება.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი 1759 შემთხვევიდან 131 სამედიცინო პერსონალია. მისივე განცხადებით, მედპერსონალის ინფიცირება მხოლოდ პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას არ მომხდარა.
“ამასთან, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, 1 759 ახალი შემთხვევიდან 1 345-ს სიმპტომები აღენიშნება.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლაბორატორიებს ან ამბულატორიებს, სადაც ნაცხის აღება ხდება, მიმართავენ სიმპტომებიანი ადამიანები. ამიტომაც დადებითი შემთხვევების უმრავლესობა სიმპტომებიანი ადამიანებია. 1 759-დან სიმპტომიანია 1 345 პაციენტი. სამწუხაროდ, ინფიცირდება სამედიცინო პერსონალი. მათი რაოდენობა 131-ია, მათ შორის არიან ექიმები, ექთნები და უმცროსი სამედიცინო პერსონალი”.
სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 3 234 ადამიანი რჩება, აქედან 1,577 თბილისშია და 641 აჭარაში.
დღეს, 397 მძიმე პაციენტია, აქედან 201 თბილისშია, ხოლო აჭარაში 80. აქედან 82 ადამიანი ხელობნული სუნთქვის აპარტზეა შეერთებული: 53 თბილისში, 12 აჭარაში.
2,025 ადამიანი კოვიდ-სასტუმროებშია განთავსებული, საიდანაც 1,110 აჭარაშია, ხოლო 676 თბილისში.
9 162 ადამიანი კი სახლში მკურნალობს.
კარანტინში 4 263 ადამიანი იმყოფება, აქედან 836 თბილისში და 2 205 აჭარაში, საერთო ჯამში 6 – დან 22 ოქტომბრამდე 7 583 ადამიანი საზღვრიდან სასტუმროებშია გადაყვანილი.
დღეს 25,759 ადამიანი იმყოფება იზოლაციაში, საიდანაც 3 243 თბილისში, 10 852 აჭარაში და 3 521 იმერეთში.