დღეს, 21 იანვარს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში COVID-19-ით ინფიცირების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 4371 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის, 323 ახალქალაქში და 142 ნინოწმინდაში.
როგორც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, გიორგი მიქელაძემ JNEWS- ს განუცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მუნიციპალიტეტების მიხედვით გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა:
4 – ახალციხეში
0 – ადიგენში
0 – ახალქალაქში
10 – ბორჯომში
0 – ნინოწმინდაზე
4 – ასპინძაში.
საერთო ჯამში, რეგიონში 277 ადამიანია იზოლირებული:
ახალციხე – 98
ახალქალაქი – 9
ბორჯომი – 115
ნინოწმინდა – 0
ასპინძა – 29
ადიგენი – 26
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში 21 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა.
დღეის მდგომარეობით კარანტინში არავინ იმყოფება, კოვიდსასტუმროებში 1 პაციენტია, ხოლო კოვიდ კლინიკაში 73 პაციენტი რჩება.
საერთო ჯამში, რეგიონში 3 971 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 44 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლენილია 28 კონტაქტი ინფიცირებულთან, მიმდინარეობს კვლევა. ამ დროისთვის 23 ნიმუშის პასუხს ელოდებიან.