დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშის მიხედვით, მილიონ მოსახლეზე „კოვიდ-19“-ით სიკვდილიანობა რეგიონში ყველაზე მაღალი საქართველოშია.
„კოვიდ-19“-ით სიკვდილიანობის მაჩვენებელი მლნ მოსახლეზე საქართველოში 2 399-ს შეადგენს. ამის შესახებ ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშში „კოვიდ-19“ საქართველოში (მეშვიდე გადახედვა)“, რომელიც ცენტრის საიტზე გამოქვეყნდა.
ანგარიშის თანახმად, რომელიც პირველ ოქტომბრის მონაცემებს ასახავს, აღნიშნული ინდიკატორით, საქართველოში მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მდგომარეობაა, მას უსწრებს ბოსნია და ჰერცეგოვინა, უნგრეთი, ბულგარეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი.
საქართველოზე უკეთესი მონაცემი აქვს აზერბაიჯანს, თურქეთს და სომხეთს.