სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1 835 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 50 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე სომხეთში „კოვიდ-19“-ის ლაბორატორიულად დადასტურებული 316 839 შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 6582 ადამიანი.