ახალქალაქში ენერგოგამანაწილებელი კომპანია Energo pro-Georgia შაუმიანისა და რუსთაველის ქუჩებზე ელექტროსადენებს არემონტებს.
„ტენდერის მიხედვით, მთელი პროცესისთვის თვენახევარი გვაქვს. სამუშაოები გუშინ დაიწყო, თუმცა ერთ კვირაში ვგეგმავთ დასრუკებას“, – ამბობს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი არტურ ბაბაიანი.
შესრულებული სამუშაოს სიჩქარე დამოკიდებულია ამინდის პირობებზე და იმაზე, თუ როდის განახლდება ახალი ელექტროსადენების მიწოდება, რომელთა სიგრძე 300 მეტრია.
აღნიშნულ ქუჩებზე ჩატარებული სამუშაოები აფერხებს ხალხის თავისუფალ გადაადგილებას.