გასული წლიდან ახალქალაქის მერიასთან მოქმედი “სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს” მიერ შემუშავებული 12 პროგრამიდან, პრიორიტეტული ნაგვის გატანის პრობლემაა. შედეგად, ახალქალაქის სერვის ცენტრმა ახალი სანაგვე მანქანა მიიღო.

„სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს“ შექმნის მიზანი თვითმმართველობის საკითხებში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდაა. საბჭოს თავმჯდომარის, მახარე მაცუკატოვის თქმით, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხების წამოწევასა და მათ გადაწყვეტაზე მუშაობენ. მოსახლეობისგან წამოჭრილ საკითხებს შორის ნაგვის გატანის პრობლემაც იყო. რეგიონის ბევრ სოფელში ნაგვის გატანა კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება. ნაგვის ურნების უქონლობის გამო ადამიანები ნაგავს „სადაც და როგორც მოუხერხდებათ“ ისე ყრიან.

მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ერთი წლის ანგარიში

იაპონური ნაგვის მანქანა უკვე ახალქალაქშია

საბჭომ მოსახლეობასთან იმუშავა და 12 უმნიშვნელოვანესი პრობლემა დადგინდა, რომელთა გადაწყვეტა ადამიანებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების საშუალებას მისცემს.ხაზგასმული საკითხები:

1. ნაგვის მანქანის შეძენა.

2. სოფელ დილიფში სატუმბი და მილსადენის სისტემის აღდგენა სოფელ დადეშის, სულდას, ბოზალის, მიასნიკიანის წყალმომარაგებისათვის.

3. სასმელი წყლის მილსადენის მშენებლობა სოფელ კარწახში.

4. სოფელ აბულის გაზიფიცირება.

5. სოფელ დადეშის გაზიფიცირება.

6. შემოვლითი გზის  ხიდის მშენებლობა სოფელ მურჯახეთში.

7. სოფელ ჩუნჩხაში წყლის სატუმბი სადგურის მშენებლობა.

8. ახალქალაქის შემოვლითი გზის მშენებლობა.

9. ახალქალაქში, მარგარიანის 47-ში პარკის მშენებლობა საბავშვო ატრაქციონებითა და სავარჯიშო აღჭურვილობით.

10. გზების რეაბილიტაცია: მთავარი გზიდან სოფელ აზავრეთამდე – 3600 მ, ჩამდურის მთავარი გზიდან მურჯახეთამდე- 3600 მ, სოფელ სამსარამდე, სოფელ აბულისკენ მიმავალი გზა, ჩუნჩხა-პტენაში მიმავალი გზა.

11. მიქოიანის ქუჩის ბოლოს საკანალიზაციო სისტემის შეკეთება.

12. ხიდების შეკეთება ხოსპიოში და ყოფილ სამხედრო ქალაქში.

რეგიონში ნაგვის შეგროვების ეფექტიანი ორგანიზების მიზნით, ახალქალაქის „სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ“ იაპონიის საელჩოს პროექტი წარუდგინა.

„მერიას პროექტის შედგენაში დავეხმარეთ და დაფინანსებისთვის იაპონიის საელჩოს მივმართეთ. შედეგად, პირველად ახალქალაქში, მერიის მეშვეობით სამოქალაქო საზოგადოების წინადადებით პროგრამა დაიწერა, რომელიც დააფინანსეს“, – განმარტა საბჭოს თავმჯდომარემ მახარე მაცუკატოვმა.

308 000 ლარი ღირებულების ნაგვის მანქანა უკვე ახალქალაქშია. მისი შეძენა ქალაქის მერიამ იაპონიის საელჩოს დახმარებითა და თანადაფინანსებით შეძლო. პროექტი კავკასიის ინსტიტუტის, დემოკრატ-მესხთა კავშირის, “ღია საზოგადოება” – საქართველო ფონდის მხარდაჭერით, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს და ახალქალაქის საკრებულოს თანამშრომლობით განხორციელდა.

მაცუკატოვი იმედოვნებს, რომ პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა პრობლემება მოგვარდება: „ეს კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ამგვარ პროგრამებზე რაიონებში მუშაობა და შედეგის მიღწევა. ვინაიდან რაიონული ბიუჯეტები შეზღუდულია, საკითებზე ბევრი სამუშაობა და სხვადასხვა ფონდებიდან დაფინანსების მიღებაა საჭირო“