სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 1071 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 51 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 6 379-მდე გაიზარდა.
პანდემიის დაწყების დღიდან, საერთო ჯამში, სომხეთში 309 397 პირი დაინფიცირდა, 270 741 კი – ვირუსისგან გამოჯანმრთელდა.