ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისში არჩევნების მეორე ტურის შედეგები 100%-ით დათვალა. 769 უბნის მონაცემები შემდეგნაირად გადანაწილდა.
ნიკა მელია – 44.397%
კახი კალაძე – 55.603%
“ოცნების” კანდიდატმა გამარჯვება გუშინვე იზეიმა, მან დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ ორი თბილისი არ არსებობს და ყველას მერი იქნება.
რაც შეეხება ნიკა მელიას, მისი თქმით, ბრძოლა გუშინ არ დასრულებულა და პირიქით, გუშინ ბრძოლა დაიწყო. ოპოზიცია სამოქმედო გეგმას დღეს, პარლამენტთან 7 საათზე გააჟღერებს.