29 ოქტომბერს, მერიის სააქტო დარბაზში, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი მელქონ მაკარიანი წარუდგინეს. წარმოდგენას სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი ესწრებოდა. მელქონ მაკარიანი ახალქალაქის №40 საოლქო საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე ჰასმიკ მარანგოზიანმა წარადგინა.
მერიის სააქტო დარბაზში მერიის და საკრებულოს თანამშრომლები შეიკრიბნენ. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ჰასმიკ მარანგოზიანმა დამსწრე საზოგადოებას ახალ მერი წარუდგინა და მომავალ არჩევნებზე ამომრჩეველმა ბიულეტენში მელქონ მაკარიანის სახელის არჩევა უსურვა.
რეგიონის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი სიტყვით გამოვიდა:
„მელქონს მერის პოსტის დაკავებას ვულოცავ. სამცხე-ჯავახეთი ერთადერთი რეგიონია, სადაც მეორე ტური არ ტარდება; მადლობა ასეთი შედეგისთვის და მუშაობისთვის, ეს თქვენი შრომაა. ჩვენი ჯგუფი ქვეყნის განვითარებისთვის მუშაობას გააგრძელებს“.
მოქმედმა მერმა იურიკ უნანიანმა მელქონ მაკარიანს მისწრაფებული მუშაობა და უკეთესი შედეგების უსურვა.
მელქონ მაკარიანმა აუდიტორიას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
“მადლობა ყველას ნდობისთვის. ჩემს ამომრჩეველს დავპირდი, რომ ვიქნები პატიოსანი, ვიმუშავებ გამჭვირვალედ და სწორად. ჩვენი მოქალაქეების მონაწილეობაც აუცილებელია ჩვენი რეგიონის განვითარებისთვის”, – განაცხადა მელქონ მაკარიანმა.
Jnews-ის კითხვაზე, ველოდოთ თუ არა რადიკალურ ცვლილებებს მერიაში, მელქონ მაკარიანმა უპასუხა: “სამუშაო გვიჩვენებს. მუშაობის დროს ყველაფერია შესაძლებელი”.
კითხვაზე, თუ რა იქნება მერისთვის პირველი ნაბიჯები, მაკარიანმა განაცხადა:
„წელიწადი მთავრდება, განვლილი წლის შედეგებს შევაჯამებთ და მომავალი წლისთვის ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ სამუშაოებს სწორად დავგეგმავთ“.