დღეს, 11 დეკემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სამცხე-ჯავახეთში სულ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, COVID-19-ით ინფიცირების 3 175 ახალი შემთხვევაა ოფიციალურად დადასტურებული. მათ შორის, 252 – ახალქალაქში და 129 – ნინოწმინდაში.

როგორც სამცხე-ჯავახეთის გუბერნიის წარმომადგენელმა, გიორგი მიქელაძემ JNEWS- ს განუცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა სამცხე-ჯავახეთში, აქედან 20 შემთხვევა დაფიქსირდა ახალციხეში, 11 – ადიგენში, 4 – ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, 25 – ბორჯომში, 1 – ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, 7 – ასპინძაში.

საერთო ჯამში, რეგიონში 1 356 ადამიანია იზოლირებული, აქედან 447 – ახალციხეში, 115 – ახალქალაქში, 325 – ბორჯომში, 21 – ნინოწმინდაში, 160 – ასპინძაში და 288 – ადიგენში.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსული ინფექციის შედეგად სიკვდილიანობის 6 შემთხვევები დაფიქსირდა. 56 პაციენტი გამოჯანმრთელდა. სულ 1265 ადამიანი გამოჯანმრთელდა რეგიონში, 29 გარდაიცვალა. ამ დროისთვის კიდევ 110 ადამიანის ტესტის შედეგებს ელიან.