მსოფლიოში Brent-ის ტიპის საწვავზე ფასი იზრდება. დილით ICE-ს ბირჟაზე ვაჭრობის დაწყებისას ერთი ბარელი 86.02 დოლარი ღირდა, ეს კი ბოლო 3 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ასეთი ფასი 2018 წლის ოქტომბერში დაფიქსირდა.
ამ დროისთვის კი დეკემბრის ფიუჩერსებზე ერთი ბარელი Brent-ის ტიპის საწვავი 85.5 დოლარია. ამერიკული ნედლი ნავთობის – WTI-ის ფასი კი 83,23 დოლარია.
ამის ფონზე, საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ (IEA) 2021 წლის ნავთობზე მოთხოვნის პროგნოზი დღე-ღამის განმავლობაში 96,3 მილიონ ბარელამდე გაზარდა. ანუ, ორგანიზაციის მოლოდინების თანახმად, მოთხოვნა წელს გაიზრდება 5.5 მილიონი ბარელით დღეში. სექტემბერში IEA მოელოდა მოთხოვნის გაზრდას 5,2 მილიონი ბარელით დღეში.
IEA– მ ასევე შეცვალა პროგნოზი 2022 წლის მოთხოვნის ზრდის ტემპთან დაკავშირებით 3.2-დან 3.3 მილიონ ბარელამდე დღე-ღამეში. შესაბამისად, IEA-ს თანახმად, ნავთობზე მოთხოვნა, ომავალ წელს იქნება 99,6 მილიონი ბარელი დღე-ღამეში. „ეს კი იმაზე ოდნავ მეტია, ვიდრე COVID- მდე”, – ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.