ახალქალაქში ერთ თვეში ორმა ადამიანმა ლატარია “გაიკეთე ვაქცინაციადა მოიგე”-ში გაიმარჯვა. საერთო ჯამში, ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიიდან 4 868 ადამიანმა 760 000 ლარი მიიღო.
ყველა, ვინც აქამდე კორონავირუსის წინააღმდეგ მინიმუმ ერთი დოზით მაინც იყო აცრილი, ავტომატურად ხდებოდა ყოველდღიური ლატარიის მონაწილე.
“გაიკეთე ვაქცინა და გაიმარჯვე” – StopCovid ლატარია ვაქცინაციის პროცესის წახალისების მიზნით 13 სექტემბერს დაიწყო .
გათამაშება ყოველდღიური, ყოველკვირეული და ფინალურია. ყოველდღიურ გათამაშებაში 100-დან 500 ლარამდე თამაშდება, ყოველკვირეულის დროს კი 1000-დან 10 000 ლარამდე. ხოლო ფინალური გათამაშება 2021 წლის 31 დეკემბერს გაიმართება და საპრიზო ფონდი 100 000 ლარი იქნება.
გამარჯვებულები ავტომატურად, ერთიანი მონაცემთა ბაზიდან პროგრამის შემთხვევითი შერჩევით ვლინდებიან.
ლატარიის გამარჯვებულებს ტელეფონით უკავშირდებიან. გარდა ამისა, მოქალაქეებს მოგების შესახებ ინფორმაციის მიღება საიტზეც შეუძლიათ: www.stopcov.lotto.ge . ლატარიაში გათამაშებული თანხა ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
ვაჩიანის სკოლის მასწავლებელი COVID-ლატარიის გამარჯვებული გახდა
ლატარიის გამარჯვებული ახალქალაქში აცრილია
ახალქალაქში კიდევ ერთმა აცრილმა პირმა კოვიდვაქცინირებულთა ლატარია მოიგო