კორონავირუსი ჯერ ისევ აქტიურად მძვინვარებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გარკვეულ ქვეყნებში, ინფიცირებულთა და გარდაცვალებულთა რაოდენობა მაინც მაღალია, მათ შორისაა საქართველო. საგრძნობლადაა შემცირებული სავაჭრო ცენტრებში ხალხთა რაოდენობა. უკვე თვალსაჩინოა, როგორი ეფექტი აქვს ბიზნესზე კოვიდ პანდემიას, გაკოტრების პირას მისული ბრენდების რიცხვი სულ უფრო და უფრომ იზრდება. ამ რეალობის ფონზე, მნიშვნელოვანია ინფორმაციების შეგროვება კორონა ვირუსის და ელექტრონული კომერციის შესახებ, რათა ნებისმიერ გამოწვევას მომზადებულები შეხვდეთ.
კორონა ვირუსმა დისტანციური ურთიერთობების ჩამოყალიბებისკენ გვიბიძგა, ამიტომ პანდემიის განმავლობაში გაჩნდა იმის საჭიროება, რომ ცალკეულ ბიზნესებს ონლაინ შეეთავაზებინათ თავიანთი პროდუქცია მომხმარებლებისთვის. საქართველოს მაგალითზე რომ ვიმსჯელოთ, პანდემიის პერიოდში, მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ მომხმარებლების რაოდენობა, რომლებმაც ონლაინ შესყიდვებით პირველად ისარგებლეს და კმაყოფილი დარჩნენ სერვისითა და მომსახურებით. ბაზარზე ძალიან ბევრი ახალი მოთამაშე გამოჩნდა, თუმცა, მომხმარებელთა სავაჭრო ქცევები განსხვავებულია და ბევრი კომპანია ვერ აღმოჩნდა მზად, ელექტრონული კომერციის სრულფასოვანი წევრები გამხდარიყვნენ
ქართულ ბაზარზე იდეალური პოზიციონირება შესძლო ინტერნეტ მაღაზია isurve.ge – მ, რომელი დღემდე წარმატებით ახრეხებს უწყვეტ რეჟიმში მიაწოდოს პროდუქცია საკუთარ მომხმარებლებს. ყოველდღიურ რეჟიმში, კომპანია ათი ათასობით ადამიანის ინტერესს ემსახურება და მათთვის კომფორტული სერვისების შეთავაზებაზე ზრუნავს. ისურვემ, მომხმარებლებთან მათივე მაქსიმალური ინტერესების გათვალისწინებით დაამყარა კომუნიკაცია და მიღწეული წარმატების შენარჩუნების მიზნით, მომხმარებელთა გრძელვადიან კმაყოფილებაზე ზრუნვა და ლოჯისტიკური ქსელის უხარვეზო მართვა დაისახა მიზნად. სწორედ ამიტომაა, რომ Isurve.ge უკვე გაყიდვების მაჩვენებლით ლიდერია და 250 000-ზე მეტი ადამიანი უცხადებს მას ნდობას
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ისურვე მზადაა ღირსეულად შეხვდეს გამოწვევებს და შეინარჩუნოს თავისი ნიშა ქართულ ელექტრონულ ბაზარზე.