ახალქალაქის საკრებულო მოსახლეობას და მაღაზიების მეპატრონეებს მოუწოდებს მიიღონ უსაბრთხოების ზომები, რომ კორონავირუსი ფულთან კონტაქტით არ გავრცელდეს. ასევე მოგვიწოდებს სახლიდან მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გამოვიდეთ და დავეხმაროთ მათ, ვისაც ამის საჭიროება აქვს.

იმასთან დაკავშირებით, რომ მოსახლეობაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველომ თანდათანობით დააწესა გარკვეული შეზღუდვები, ხოლო 21 მარტიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული, ვირუსის მასიური გავრცელების საფრთხე ნაკლებია. თუმცაღა, პროდუქტის შეძენას სახელმწიფო ვერ აკრძალავს, რადგან მოსახლეობა მომარაგებული უნდა იყოს პროდუქტით.

მაშასადამე, კორონავირუსის გადამცემი მიკრონაწილაკები ფულზე “თავისუფლებაში” რჩება.

ექსპერტები ამტკიცებენ, რომ კორონავირუსის მიკრონაწილაკები უფრო მეტად რჩება პოლიეთინის ზედაპირზე და ფულზე, ამასთანავე, სხვადასხვა ექსპერტი ასახელებს ვადებს, თუ რამდენ ხანს ცოცხლობს ვირუსი. დაახლოებით ორი საათიდან 2 კვირამდე. ფულის მოხმარების აკრძალვა შეუძლებელია. საბოლოო ჯამში, ერთ დავირუსებულ კუპიურას ბევრის ინფიცირება შეიუძლია.

ხელისუფლება მოქალაქეებს სხვა ქვეყნიდან ვირუსის შემოტანისგან იცავს, ასევე ხელს უწყობს, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მინიმუმამდე დაიყავანოს მოქალაქეების ერთ სივრცეში შეკრებილთა რიცხი, თუმცა პირადად თუ არ დავიცავთ საკუთარ თავს, ვერცერთი სახელმწიფო ვერ შეძლებს თითოეული კუპიურის ან ნებისმიერი რამის დასუბთავებას, რასაც მოქალაქე შეეხება მანამდის, ვიდრე მოქალაქეს ხელში გადაეცემა ის.

ადამიანის ორგანიზმში კორონავირუსი გადადის პირის ღრუს, ცხვირისა და თვალების ლორწოვანი გარსის შეხების გზით. ამიტომ ყველაზე სანდო საშუალებად ექიმები ხელების ხშირად დაბანას ასახელებენ.

ამ რეალობიდან გამომდინარე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო თითოეულ მოქალაქეს სიფრთხილისა და საკუთარი ჰიგიენის დაცვისკენ მოუწოდებს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ფულს და ნივთებს ვეხებით.

იმ ხალხის დახმარების მიზნით, რომლებიც რისკის ჯგუფში (ასაკოვანი და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები) არიან, მათ, ვისაც არ ჰყავთ მეურვე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მერიასთან ერთად, ასევე პარლამენტის დეპუტატის ენზელ მკოიანის და «ქართული ოცნების» ახალქალაქის შტაბის ინიციატივით ქველმოქმედთა 15 კაციანი ჯგუფი შექმნა, რომელიც მაღაზიებიდან და აფთიაქიდან კორონავირუსის დაავადების თავიდან აცილების მიზნით ამ ადამიანებს პროდუქტს და მედიკამენტებს აწვდის. გაჭირვებულ მოქალაქეებს რომლებსაც დახმარება სჭირდება, შეუძლიათ მოხალისეებს მიმართონ. მერიის სოციალური მომსახურების დაქვემდებარებაში არსებული სოციალური ქულებისა და სიის მიხედვით მოხალისეთა ჯგუფი პროდუქტებისა და სხვა აუცილებელი ნივთების შეძენაში დაეხმარება ხალხს.

«მე ყველა ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდებ, მაგალითად, თუ მიდიხართ მაღაზიაში და იცით, რომ თქვენი მეზობელი მარტოხელა ქალბატონი ან მამაკაცია, მის ნაცლვადაც ივაჭრეთ, ამასთანავე დაიცავით ჰიგიენის წესები, ივაჭრეთ ხელთათმანებით, და ხელებს ხშირად დეზინფექცია ჩაუტარეთ. ჩვენ ყველა უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა მასიური დაავადება ავიცილოთ თავიდან»,- ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი.

აუცილებელია თვითეულმა ადამიანმა იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი ჯანმრთელობის წინაშე, ისევე როგორც პასუხისმგებლობა სხვისი ჯანმრთელობისათვის.