8 ოქტომბერს სამცხე -ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალქალაქის ფილიალის სტუდენტებმა საჩივარი შეიტანეს და სწავლის პირდაპირ რეჟიმში განახლება მოითხოვეს.
სტუდენტების უმეტესობა ონლაინ სწავლებას არაეფექტურად თვლის, ყველაზე მეტად კი საკითხი პირველი და მოსამზადებელი კურსების სტუდენტებს აწუხებს.
უნივერსიტეტის სტუდენტებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დადგენილება გადაეცათ, რომლის მიხედვითაც სტუდენტებს, რომლებიც განკარგულებით განსაზღვრულ რომელიმე დებულებებს მაინც აკმაყოფილებენ უფლება აქვთ სწავლა აუდიტორია
აში გააგრძელონ.
”სტუდენტები ვაქცინირებულნი უნდა იყვნენ, რათა მეცადინეობებისას ვირუსის გავრცელების შესაძლებლობა შემცირდეს. სამწუხაროდ, ვაქცინაციის მაჩვენებელი ძალიან დაბალია“,- განაცხადა სამცხე – ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალქალაქის კორპუსის რექტორის მოადგილემ ვასილ მოსიაშვილმა Jnews– სთან საუბრისას.
სტუდენტები ჩივიან, რომ მათ არ აქვთ ფინანსური საშუალებები ყოველკვირეულად PCR-ტესტი გაიკეთონ. მოითხოვენ, როგორც მასწავლებლებისა და მთავრობის თანამშრომლებისთვის, ისე მათთვის ტესტი უფასო იყოს და დასწრებით სწავლებაზე გადავიდნენ.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, შეტანილი საჩივრის გადასაწყვეტად გამართავს სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრას . Jnews-თან საუბრისას განმარტა, რომ აცრილ სტუდენტს სწავლის გაგრძელება პირდაპირ
რეჟიმში შეუძლიათ.
4 ოქტომბრიდან განათლება საქართველოს სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებში განახლდა, მაგრამ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა ონლაინ-რეჟიმში გრძელდება.