ამ წელს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალქალაქის კორპუსი საბაკალავრო პროგრამებზე 40 სტუდენტს გაუშვებს. ამ დროისთვის კურსდამთავრებულებმა საგამოცდო პერიოდი დაიწყეს, რომელიც ივნისის ბოლომდე გაგრძელდება.
კურსდამთავრებულები არიან ორი ფაკულტეტის, ქართული ფილოლოგიის (16 კურსდამთავრებული) და ეკონომიკის (24 კურსდამთავრებული) სტუდენტები. უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე აღნიშნავს, რომ ამ ფაკულტეტებს აქვთ როგორც ძირითადი პროგრამები – ქართული ფილოლოგია და ეკონომიკა – ასევე დამატებითი, მაგალითად, ისტორია, პედაგოგიკა, რომელსაც სტუდენტი სურვილისამებრ შეუძლია დაეუფლოს, 60 კრედიტის დაგროვებით, ამ შემთხვევაში ორივე პროგრამა მითითებული იქნება დიპლომში.
ამ დროისთვის სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის ახალქალაქის კორპუსში არის ორი ჩამოთვლილი საბაკალავრო პროგრამა, ასევე პროფესიული განათლების რამდენიმე მიმართულება – ბუღალტერია, კომპიუტერული ქსელები, სატყეო მეურნეობა, ელექტრომოწყობა, საბაჟო საქმე. უნივერსიტეტის რექტორის, მაკი ბერიძის თქმით, აგრონომიის პროგრამაც დაემატება.
„ახალი პროგრამა მოვამზადეთ, მცირე, მოსამზადებელი პროგრამაა, ძალიან ბევრია დაინტერესებული, სულ რაღაც 4-5 თვე გრძელდება და იგივე სერთიფიკატს მიიღებენ, რაც ძალიან საჭიროა“, – ამბობს მაკა ბერიძე.