სომხეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 907 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ სომხური მედია ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით იუწყება.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 18 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 5 372-მდე გაიზარდა.

პანდემიის დაწყების დღიდან, საერთო ჯამში, სომხეთში 264 690 პირი დაინფიცირდა, 244 010 კი – ვირუსისგან გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში ამჟამად 15 308-ზე მეტი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.