ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ზოგიერთ საარჩევნო უბანზე საარჩევნო კაბინაში დაფიქსირდა ერთზე მეტი ადამიანი.
სოფელ განძაში, N4 საარჩევნო უბანზე, რამდენჯერმე დაფიქსირდა კენჭისყრის საიდუმლოების დარღვევა. რამდენიმე ამომრჩეველი იყო საარჩევნო კაბინაში; ქვემოთ მოცემულ ფოტოში ქუჩიდან აგიტატორი იყო მიწვეული ამომრჩევლის დასახმარებლად.
კუმურდოში, N69 საარჩევნო უბანზე, ნახევარ საათში 3 ამომრჩეველმა სხვისი დახმარებით მისცა ხმა. იგივე ქალი ეხმარებოდა ამომრჩეველს. ჩვენი შეფასებით, ამომრჩევლებს არ ჰქონიათ აშკარა ფიზიკური პრობლემები საკუთარი ხმის მისაცემად. შედეგად, საარჩევნო კაბინაში იყო 2,ან მეტი ადამიანი, რაც არღვევს კენჭისყრის საიდუმლოებას.
ერთ -ერთ შემთხვევაში, ამ ქალმა თავად აიღო ამომრჩევლის ბიულეტენები ხელში და გააკეთა მონიშანვნა.