პარტია “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა, არსენ კარაპეტიანმა ხმა 11:00 საათზე ახალქალაქის №3 საარჩევნო უბანზე მისცა. მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მან გააკეთა არჩევანი თავისუფლებისთვის, განვითარებისთვის, ცვლილებებისთვის.
“მე მონაწილეობა მივიღე რეფერენდუმში. მე მივეცი ხმა თავისუფლებას, განვითარებას, ცვლილებას. მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, მივიდნენ საარჩევნო უბანზე და გამოხატონ თავიანთი ნება, თავიანთი ძალა.”
კითხვაზე, თუ როგორია მისი განწყობა,
“განწყობა – გამარჯვება, ბრძოლა და ცვლილებების მოლოდინი. სიტუაცია, რომელშიც არჩევნები მიმდინარეობს, ნორმალურია. ჯერჯერობით ჩვენ პრეტენზია არ გვაქვს. ყველაფერი მიდის შეუფერხებლად”, – განაცხადა არსენ კარაპეტიანმა.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს.