ორგანიზაცია “სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი”, პოლიტიკურ აკტორებთან ჩაატარა დისკუსია “თვითმმართველობა ადგილობრივი თემისთვის” პროექტის ფარგლებში, იმისათვის, რომ ამომრჩეველმა ინფორმაცია მიიღოს, იმის შესახდებ, თუ როგორ აპირებენ მუნიციპალიტეტში არსებული მთავარი პრობლემების გადაჭრას, როგორია მათი ხედვა და სტრატეგია იმ საკითხების ირგვლივ რაც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს პარტიების კანდიდატთა პროპორციული სიების პირველი ნომრები: პარტია “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” – არაიკ ბდოიანი, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – თაგუჰი ვარდანიანი და პარტია “გიორგი გახარია – საქართველოსთვის” – ნარინე გინოსიანი.
დისკუსი სომხურ და ქართულ ენაზე იხილეთ შემდეგში:
ამ პროექტის ფარგლებში, დისკუსიასთან ერთად “სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრმა” მოამზადა კიდევ სამი მულტიმედიური მასალა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის პრობლემების შესახებ და არჩევნებში მონაწილე სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლების ხედვის შესახებ.