წინასაარჩევნო პერიოდში JNEWS-ის ჟურნალისტების მიერ, არჩევნებისა და პრობლემების შესესახებ დასმულ ყველა შეკითხვაზე, რესპონდენტების უმეტესობის პასუხი შემდეგი სიტყვებით იწყება: “ჩვენს არსებობას მხოლოდ წინასაარჩევნოდ იხსენებენ”. JNEWS -მა გადაწყვიტა გაერკვია, თუ რატომ განმტკიცდა ეს სტერეოტიპი ხალხში, ან თუ არის შეშაძლებელი, რომ ეს სინამდვილეს შეესაბამებოდეს?

ახლო დილისკა შორია

დილისკა- ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი სოფელია, რომელიც ახალქალაქიდან 5 წუთის სავალია. მიუხედავად ამისა, სოფელში ჯერ კიდევ ბევრი მოუგვარებელი პრობლემა რჩება.

წინა საპარლამენტო არჩევნები, 2016 წელი
2016 წელს, წინასაარჩევნო აგიტაციის დროს მმართველი პარტია “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის მაშინდელი კანდიდატი, ენზელ მკოიანი და იმ დროისათის ახალბედა პოლიტიკოსი, სამველ მანუკიანი, რომელიც იმავე პარტიაში პროპორციული სისტემის გზით გავიდა, სოფელ დილისკა ესტუმრნენ. მაშინ ენზელ მკოიანი სოფელს ახალი სკოლის აშენებას დაპირდა.

“დილისკაში სკოლის პრობლემა უმთავრესია, მაგრამ დღეს გპირდებით, რომ ეს საკითხი აუცილებლად უნდა წამოვაყენოთ. დილისკადან ბევრი მოღვაწე მახსოვს, რომლებმაც პირობა დადეს, მაგრამ ამის გაკეთება ვერ მოახერხეს. არ ვამბობ, რომ 100%-ით გპირდებით. მე მინდა გითხრათ, რომ თუ “ქართულ ოცნებას” აირჩევთ, ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ თქვენს მოთხოვნას. მე ხელისუფლებას წამოვუყენებ საკითხს, რათა სკოლის პრობლემა აუცილებლად მოგვარდეს”,- 2016 წელს, დილისკაში ამომრჩეველთან შეხვედრისას თქვა ენზელ მკოიანმა.

ოთხი წლის შემდეგ, ავარიული სკოლის საკითხი, და არა მხოლოდ ის, ჯერ კიდევ აქტუალურია სოფელში.

დღეს…
სოფლის ცენტრში JNEWS-ის ჟურნალისტებთან, დაპირებებისა და არჩევნების შესახებ, საინტერესო საუბარი შედგა.

– რასაც არჩევნებამდე დაგვპირდნენ, არაფერი გაკეთებულა. მაშინ ახალი სკოლის აშენებას დაგვპირდნენ, ჩვენი სკოლა ავარიულია. გზის მშენებლობა უნდა დაესრულებინათ, 2კმ., რომელიც სოფელ ჩუნჩხაში გადის. სოფელში 70 ოჯახს წყალი არ აქვს, მაშინ ამბობდნენ, რომ ტრაქტორები მუშაობს, მაგრამ არც ტრაქტორი მუშაობდა, არც ხალხი და წყალიც ჯერ კიდევ არ არის. მაშინ კონკრეტულად ამას დაგვპირდნენ და არაფერი გააკეთეს.
– იძახდნენ წყალს გავიყვანთო, რათა მოსარწყავი პირობები შეგიქმნათო. არც ეს გააკეთეს.
– ეს ენზელ მკოიანის საქმე არ არის.
– ყოველ შემთხვევაში. როდესაც პირობას დებ, უნდა შეასრულო.
– იცით, იქ სკოლის ფუნდამენტი იყო დაგებული. იქ, ღია დასახლებაში. მაგრამ ყველაფერი წაიღეს და მიწაც დაიკავეს.
– დიახ, მაშინ სარდაფიც მზად იყო. ბლოკიც დააწყეს. დრო გავიდა და ბლოკებიც წაიღეს, ვინ წაიღო და რა გააკეთეს, ჩვენ ვერც გავიგეთ. ორი ადამიანი კრანით მოვიდა და წაიღო.
– სამველ მანუკიანი რამეს დაგპირდათ? (იკითხა ჟურნალისტმა -რედ.)
– არა, ის არაფერს დაგვპირდა. დაპირება რა არის. სკოლის ტენდერი უკვე იყო, რატომ არ იწყებენ, წელავენ და წელავენ დროს.
– იქ სადაც ახლა სკოლაა, სოფლის კანცელარია იყო და დროებით სკოლას გადასცეს. აქამდე იქ ფილმებს აჩვენებდნენ და ა.შ. ახლა კი არაფერი არ არის. არაფერი არ გაარემონტეს, არც კლუბი გააკეთეს.
– თუ გინდა იცოდე, ჩვენ ხმას არც არავის მივცემთ. თუ ისინი არაფრით არ გვეხმარებიან, ისინი ჩვენ არ გვჭირდება.
– მაგრამ ეს დეპუტატზე დამოკიდებული თუ არა? ალბათ არა.

აღსანიშნავია, რომ სოფელ დილისკაში სკოლა მაინც აშენდება. 2 013 119,96 ლარის ღირებულების ტენდერი შემდგარია. ხელშეკრულება 2020 წლის 29 სექტემბერს, დაპირებების შემდეგ, უკვე მომდევნო არჩევნებზე არის გამორმებული. გეგმის თანახმად, სკოლა კომპანია “არფი გრუპმა” 10 თვეში უნდა ააშენოს. სკოლის მშენებლობის ტენდერი საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა.

DSC_8763

სოფელი დილისკა 2020 წელი

 

მიაღწიო დაპირების შესრულებას: სოფელ აბულის პროტესტი

წინა საპარლამენტო არჩევნები, 2016 წელი

2016 წელს, მმართველი პარტიის დეპუტატობის კანდიდატს აბულელები ყველითა და პურით დახვდნენ. პრობლემათა შორის, რომელთა შესახებ აბულში საუბრობდნენ, აღინიშნებოდა გაზიფიკაცია, ტრანსპორტის არარსებობა, სოფლამდე და სასაფლაომდე ცუდი გზა, სპორტული ან სხვა რაიმე შესაძლებლობების არარსებობა ახალგაზრდებისათვის. ენზელ მკოიანი მაშინ ამ საკითხების მოგვარებას დაპირდა.

“თქვენი პრობლემების შესახებ ინფორმირებული ვარ. პრობლემებს შეძლებისდაგვარად ვაგვარებდი. ვიცი, რომ სოფლის მოსახლეობას ძირითადად გზა, წყალი და ბუნებრივი აირი აწუხებს. წყალი თქვენ გაქვთ. მართალია სოფელი შორს არის, მაგრამ გზის მოპირკეთება ყოველთვის შეიძლება. რაც შეეხება ბუნებრივ აირს… მე შევეცდები, და რადგან გაზგამანაწილებელი კომპანია SJGС დღეს კერძოა, ამ საკითხის მოგვარების შესაძლებლობა არ არის. ეს შორი სოფელია, ამიტომ 10 წელია საჭირო, რათა ეს თანხა სარგებლის სახით დაბრუნდეს. მაგრამ არსებობს სახელმწიფო პროგრამა, რომლითაც, მე ამ ბოლოს, ბუნებრივი აირი სოფელ ფოკაში გავიყვანე. პრემიერ-მინისტრს დაველაპარაკები, რათა აბული ამ პროგრამაში ჩართონ”,- მაშინ თქვა ენზელ მკოიანმა.

2019 წლის ზამთარი
2019 წლის ზამთარში, სოფელ აბულის მოსახლეობა საპროტესტო აქციით ახალქალაქში ჩამოვიდა, ისინი წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას ითხოვდნენ. ადამიანი, რომელიც 2016 წელს, წინასაარჩევნო აგიტაციის დროს, სოფელში კანდიდატებს შეხვდა, გორ ერეციანი იყო. ის სოფლის მოსახლეობის სახელით გამოვიდა.

“გარდა მძიმე სოციალური მდგომარეობისა აქ ვერაფერს ვხედავ. სოფელ აბულისათვის 5კმ გზა ოცნებად იქცა. წყალი არ არის, საწვავი არ არის, გზა არ არის, არაფერი არ არის. ჩვენი ქვები წაიღეს, ქვიშა წაიღეს, აბულელებმა ეს ყველაფერი მშვიდად დასთმეს. 40 წელია ქვიშა გააქვთ, მტვერში დაგვახრჩეს, მაგრამ ჩვენ ხმას არ ამოგვიღია”,- თანასოფლელების სახელით თქვა გორ ერეციანმა ბიუროში შეხვედრის დორს.

პარლამენტის დეპუტატმა ენზელ მკოიანმა მოისმინა სოფლის მოსახლეობის მოთხოვნები და თქვა:

“ყველა პრობლემა ძალიან ზუსტად არის აღნიშნული. მაგრამ მე მინდა იცოდეთ, რომ ამჟამად ბუნებრივი აირი კერძო საკუთრებაა. თქვენ მშვენივრად იცით, რომ დღესდღეობით მეზობელ რაიონში- წალკაში, სულ 10%-ს აქვს ბუნებრივი აირი, ხოლო ჩვენი რაიონი 80%-ით არის გაზიფიცირებული. რასაკვირველია, აბული ამ 20%-ში მოხვდა. მაგრამ ბუნებრივი აირის მესაკუთრემ ჩათვალა, რომ თუ ბუნებრივ აირს ცენტრიდან აბულში გაიყვანს, ძალიან ძვირი დაუჯდება, დახარჯულ სახსრებს 30 წელიწადში ძლივს დაიბრუნებს. ჩვენ ამ საკითხით სამინისტროს რამდენჯერმე მივმართეთ, პირველი სოფელი აბული წერია, შემდეგია დიდი და პატარა სამსარი. უნდა დაველოდოთ. რაც შეეხება გზებს, მართლები ხართ, დღეს პარლამენტში არის მაღალმთიანობის კომისია, უკანასკნელ სხდომაზე მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ 2021 წლის ბოლოსთვის, უნდა იყოს ასფალტირებული ყველა მაღალმთიანი სოფლის გზა, ამას კანონი კარნახობს, ჩვენ უნდა დაველოდოთ, ყველაფერი ერთად არ ხდება, თანდათანობით, ყველაფერი იქნება”,- თქვა ენზელ მკოიანმა.

დღეს
ამ დროის განმავლობაში სოფელ აბულში არაფერი შეცვლილა, მოსახლეობა ჯერ კიდევ გასული, წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას ელის.

Abul
სოფელი აბული 2020 წ.

 

პრობლემების მოგვარება დამოუკიდებლადაც შეიძლება: მიტოვებული კულიკამი

დღეს
“მადლობა მონაწილეობისათვის, ხალხნო. დამდეგ არჩევნებზე ხმა მიეცით და მერე სთხოვეთ. ისეთი ადამიანია, რომ თუ პირობას დადებს- გააკეთებს”,- წელს აგიტაციის დროს “ქართული ოცნების” ერთ-ერთი აგიტატორი, სარგის უზუნიანი, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სამველ მანუკიანის შესახებ ყვიროდა.

წინა საპარლამენტო არჩევნები, 2016 წელი
ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ, ენზელ მკოიანს, რომელიც ამ არჩევნებზე ინდივიდუალური კანდიდატურის სახით წარდგება, სოფელ კულიკამში საპატიოდ დახვდნენ. თავის მხრივ, ის ყველაზე რთული პრობლემის მოგვარებას – სოფელში მიმავალი და შიდასასოფლო გზების რემონტს დაპირდა.

“ძალიან კარგად ვიცი, რომ დღეს ჩემს კულიკამს გზა სჭირდება. ვხედავ, რომ გზა ცუდ მდგომარეობაშია. ხვალ გზის მშენებლები მოვლენ და მოაპირკეთებენ გზას. მე ვიცი, რომ ზამთარში გზა ყინულით იფარება, და მანქანებს ასვლა არ შეუძლიათ. ამ საკითხს აუცილებლად მოვაგვარებთ. ვიცი, რომ სოფლის მოსახლეობას სჭირდება გზა, ბუნებრივი აირი, წყალი, შუქი. ყველაფერი გაქვთ, დარჩა გზა. გზის საკითხს ჩვენ მოვაგვარებთ. იმისათვის, რომ კულიკამი ქალაქად იქცეს”,- გაიჟღერა მკოიანის წინასაარჩევნო დაპირებებმა 2016 წელს.

დღეს
კულიკამი ქალაქად დღემდე ვერ იქცა, ხოლო სოფლის მოსახლეობა პრობლემებს დამოუკიდებლად აგვარებს. მთელი სოფლითა და დიასპორით თანხებს ტაძრის გარემონტებაზე, რიტუალების სახლისა და გზის მოპირკეტებაზე აგროვებენ. იყიდეს სპორტული ინვენტარი, რომლისთვისაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ ფართი არ უზრუნველყო, ასევე სოფლის სკოლაში გათბობის სისტემა გაიყვანეს.

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები, 2018 წელი
მმართველი პარტიის დეპუტატსა და სოფლის მოსახლეობას შორის კონფლიკტი მას შემდეგ გაჩნდა, როდესაც კულიკამმა, ხმათა უმრავლესობით, მმართველი პარტიის სასარგებლოდ, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს არ დაუჭირა მხარი. მაშინ ენზელ მკოიანმა ამ სოფლის აგიტატორებს უთხრა, რომ სოფელ კულიკამს და ხულგუმოს არასდროს ექნებათ გზა და სხვა დაპირებებიც არ იქნება შესრულებული.

DSC_8657

წინასაარჩევნო აგიტაცია სოფელ კულიკამში, 2020 წელი

ინტერესთა კონფლიქტი: ხულგუმო წინააღმდეგია

წინა საპარლამენტო არჩევნები, 2016 წელი

2016 წელს ენზელ მკოიანს სოფელ ხულგუმოში ყველითა და პურით დახვდნენ, მაშინ დეპუტატობის კანდიდატი, სოფელში მიმავალი გზის ასფალტირებას დაპირდა.

“სოფელ ხულგუმოს ძვირფასო მაცხოვრებლებო. დღეს მე თქვენი სოფლის უბრალო მოთხოვნები მოვისმინე. ყველგან სოფლებმა იმისთანა მოთხოვნები წამოაყენეს, პატარა სოფლებმაც კი, ამას მივესალმები, რადგან მოსახლეობამ უნდა მოითხოვოს, ჩვენ კი უნდა შევასრულოთ, მაგრამ ხულგუმოს მოსახლეობამ დღეს ძალიან მარტივი საკითხები ჩამოთვალა. მე ხულგუმოს ახალქალაქისგან არ გამოვყოფ, რადგან ხულგუმოს აქვს წყალი, ბუნებრივი აირი, დარჩა გზა. ამ გზას ჩვენ უახლოეს მომავალში აუცილებლად გავუკეთებთ ასფალტირებას და მწოლიარე პოლიციებს დავამონტაჟებთ”,- თქვა ენზელ მკოიანმა.

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები, 2018 წელი
ამის შემდეგ, სოფელ ხულგუმოსა და უკვე დეპუტატ, ენზელ მკოიანს შორის, საპრეზიდენტო არჩევნების დროს ურთიერთობა დაიძაბა. მაშინ, წინასაარჩევნო აგიტაციის დროს, სოფლის მოსახლეობასა და დეპუტატის მომხრეებს შორის შეკამათება მოხდა. უკანასკნელნი პრეზიდენტ ზურაბიშვილისათვის წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობდნენ. ცუდი ურთიერთობების მიზეზი მიწების პრობლემა იყო, რომლებიც სოფლის მოსახლეობის თქმით, კარიერებად აქციეს.

დღეს
სამველ მანუკიანის წინასაარჩევნო აგიტაციის დროს სოფლის მოსახლეობამ ეს ინციდენტი დიალოგში გაიხსენა.

-იქიდან აქ ჩამოვიდნენ, იჩხუბეს და წავიდნენ. ჩვენს სოფელში მოსვლის უფლება აღარ აქვს. ან რა პირით უნდა მოვიდეს სოფელში.

– მან ჩვენი მიწები აიღო და კარიერებად აქცია. მინდორში ხორბალი გვაქვს. მოსავალი, რომელსაც ხულგუმოს მოსახლეობა ოჯახის რჩენისათვის ელოდება. ჩვენ მასთან 15 წელია პრობლემები გვაქვს.

– არცერთი დაპირება არ შეასრულა. ბუნებრივი აირი გაიყვანეს, ენზელმა თქვა, რომ თვითონ გაიყვანა.

მიუხედავად იმისა, რომ ხულგუმო ქალაქთან ახლოს არის, მისკენ მიმავალი გზა ორმოებით არის სავსე, რაც უკმაყოფილებას არა მხოლოდ ხულგუმოს, არამედ კულიკამის მოსახლეობას შორისაც იწვევს, რომლებიც საკუთარ სოფელში, ხულგუმოს გავლით დადიან.

 

DSC_8710

წინასაარჩევნო აგიტაცია სოფელ ხულგუმოში, 2020 წელი

მმართველი პარტიის ძველი და ახალი მიდგომები

31 ოქტომბერს არჩევნები საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში – ქვეყნის პარლამენტში შედგება. ალბათ ეს უკანასკნელი არჩევნებია, როდესაც მაჟორიტარული სისტემით დეპუტატები აირჩევიან, რაც ნიშნავს იმას, რომ 4 წლის შემდეგ “ავტორიტეტული” პირების მეშვეობით ხმების შეგროვება პარტიებს გაუჭირდება. წლების განმავლობაში, ათწლეულებიდან ათწლეულებამდე, ისინი რეგიონის პოლიტიკაში მონაწილეობენ. როგორც წესი, სწორედ “ავტორიტეტული” პირები, რომლებიც ერთ პარტიას მეორეზე ცვლიან, და ერთი მოწვევიდან მეორეში ირჩევიან, შეძლებენ ხმების შეგროვებას, თუმცა რა გზით – ეს უკვე მეორეხარისხოვანია.

წელს წინასაარჩევნო აგიტაციის დიალოგი შედარებით შეიცვალა. გასული საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით, როდესაც ამომრჩევლის საკუთარ მხარეზე გადმობირება შეეძლოთ დაპირებებით, ახლა, ჩვეულებრივი სასმელი წყალი და ბუნებრივი აირი სოფლებში აქტუალურია, იქ სადაც ცხოვრების ელემენტარული პირობები არ არის.

საპარლამენტო არჩევნებამდე, უკვე მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამველ მანუკიანი, წელს ისევე, როგორც 2016 წელს, ამომრჩეველს არაფერს დაპირდა.

“თუ დღეს ვინმე დაგპირდათ, რომ შუქს გავაკეთებთ, ასფალტს გავაკეთებთ, ეს შეუძლებელია. ჩვენ ყველას წარმოგვიდგენია, რომ ჩვენი სახელმწიფო ამას გააკეთებს. თავად პიროვნება არაფერს წარმოადგენს. პიროვნებამ თქვენი პრობლემები პარლამენტამდე და ცენტრამდე უნდა მიიტანოს, დანარჩენს ყველაფერს ხელისუფლება გააკეთებს. მე არაფერს გპირდებით, მინდა გითხრათ, რომ თქვენ ბევრი დაპირება გსმენიათ, მე არ მინდა იგივე გითხრათ. მე მინდა, რომ ჩვენ დაპირებების გარეშე ვიმუშაოთ ერთად და ერთად გადავწყვიტოთ, თუ რომელ საკითხებს მოვაგვარებთ”,- თქვა სამველ მანუკიანმა წინასაარჩევნო აგიტაციის დროს.
 

კამათი მმართველ პარტიასთან

ტრადიციულად ჯავახეთში ბევრი ფიქრობს, რომ პრობლემები მხოლოდ არჩევნებამდე წყდება, და შემდეგ მათ ივიწყებენ. თუმცა მოსახლეობას არასდროს ავიწყდება დაპირებები, რომლებსაც არჩევნებამდე პარტიები და კანდიდატები იძლევიან. მოსახლეობა განსაკუთრებით ყურადღებას მმართველი პარტიის წარმომადგენლების დაპირებებს აქცევს.

წლების განმავლობაში პრობლემების არსი და წინასაარჩევნო დაპირებები არ იცვლება- ეს არის წყალი, ბუნებრივი აირი, სკოლები, საბავშვო ბაღები, კლუბები, სპორტული დაწესებულებები ახალგაზრდებისათვის და ა.შ. ის, რაც არა საკანონმდებლო ორგანოს, არამედ ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციაში შედის. მოსახლეობა, თავის მხრივ, ვერ აცნობიერებს, რომ პარლამენტის დეპუტატის ფუნქციაში არ შედის პრობლემის მოგვარება, რომელიც როგორც წესი ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა მოაგვაროს. აქ საპარლამენტო არჩევნები აღიქმება, როგორც კონკრეტული კანდიდატის, და არა პარტიის არჩევა. სწორედ ამიტომ და ზოგიერთი სხვა მიზეზის გამო მმართველი პარტია, ბოლომდე, მაჟორიტარული სისტემისათვის იბრძოდა.

“პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ არსებობს გარკვეული კლანები, რომლებიც ასე თუ ისე აკონტროლებენ ეკონომიკურ ცხოვრებას, აი ეს არის პრობლემა. ჩვეულებრივ სწორედ ამ კლანების წარმომადგენლები ხდებიან მაჟორიტარი დეპუტატები. ეს იმ მიზეზთაგან ერთ-ერთია, რომლის გამოც მაჟორიტარული სისტემა საქართველოში არ ამართლებს, რადგან მაჟორიტარი დეპუტატები ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობს. რეალურად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში მხოლოდ მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატები არიან ჩართულნი, აი ამის გაკეთება მათ არ შეუძლიათ და კანონმდებლობით არ უნდა აკეთებდნენ”.

სწორედაც წინასაარჩევნო აგიტაციის დროს ხორციელდება დეპუტატობის კანდიდატების სამუშაოს ძირითადი ნაწილი, ისინი მოსახლეობას ხვდებიან და დაპირებებს იძლევიან.

“ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაპირების უფლება აქვს დეპუტატს, თუ ის არჩევნების შემდეგ შესრულდება. ეს ამომრჩევლის მოსყიდვა არ არის. ასე ვთქვათ, თუმცა ზოგიერთმა შეიძლება ეს მოსყიდვადაც მიიჩნიოს. არჩევნებამდე ყველაფერს პირდებიან, როგორც მმართველი პარტია, ასევე ოპოზიცია. გვპირდებიან ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალონ და ამ დაპირებებს წინასაარჩევნო დაპირებები ჰქვია. თუმცა დაპირება ერთია, შესრულება კი მეორე”,- ამბობს არნოლდ სტეფანიანი.