სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 896 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 461 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, 22-ით გაიზარდა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
29 სექტემბრის მდგომარეობით, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 12 977-ს შეადგენს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 260 675 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 241 191 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 5 299 ადამიანი გარდაიცვალა.