პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატები და აქტივისტები ახალქალაქში აქტიურად ატარებენ აგიტაციას. პარტიის წარმომადგენლები საშუალოდ 4-5 სოფელს სტუმრობენ, ესაუბრებიან და უსმენენ მოსახლეობის პრობლემებს. მოუწოდებენ ხმა ოპოზიციის კანდიდატებს მისცენ. JNEWS-ი პოლიტიკური პარტიების კამპანიებს აკვირდება.

0S1A4337

26 სექტემბერს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კამპანია ახალქალაქის რაიონის სოფელ მაჯადიაში ხალხმრავალი არ იყო. სოფლის ცენტრში დაახლოებით 20-30 ადამიანი შეიკრიბა. სააგიტაციო ჯგუფში 15 ადამიანი იყო. ამ სოფელში კამპანია მშვიდ გარემოში გაიმართა და 30 წუთს გაგრძელდა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალქალაქის მერობის კანდიდატმა, მელიქ რაიისიანმა და საკრებულოს მაჟორიტარული და პროპორციული სიის კანდიდატებმა მაჯადიის მცხოვრებლებს ჯავახეთში მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციის შესახებ თავიანთი შეხედულებები გააცნეს.

შირვან შირინიანმა, რომელიც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პროპორციულ სიას ხელმძღვანელობს, თანასოფლელებს სოფელ მაჯადიას განვითარების გეგემები წარუდგინა – ხეების დარგვიდან განათლებამდე.

სოფლის ცენტრში შეკრებილებს განსაკუთრებული პრობლემა არ წარუდგენიათ. ახალქალაქის მერობის კანდიდატმა სოფლის მოსახლეობას მოუწოდა აუცილებლად წავიდნენ საარჩევნო უბნებზე, მისცენ ხმა და გახდნენ საკუთარიი ხმის მფლობელნი.

ახალქალაქში “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ ერთ კვირაზე ნაკლები დროში ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება.

მერობის კანდიდატის მელიქ რაისიანის თქმით, სოფლელებმა საბოლოოდ უნდა გააპროტესტონ და ერთიანი ხმებით უარყონ დღევანდელი მთავრობა.

0S1A4375

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სოფელი თოთხამს ესტუმრა. სოფლის ცენტრში, კანდიდატებს მხოლოდ ორი ქალი შეხვდა. კამპანია არ ჩატარებულა. 80 წლის ბებია ნინამ, რომელიც მარტო ცხოვრობს, მისი სახლის პრივატიზაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრა.

JNEWS-ის კითხვაზე, იცის თუ არა არჩევნების თარიღი, ნინა პეტროსიანმა უპასუხა: “შაბათს, 2 ოქტომბერს. რა აზრი აქვს, ისინი მოდიან, გვპირდებიან და მიდიან. შარშან, როდესაც სოფელში მოვიდნენ, ჩემი სახლის პრობლემები ყველას გავაცანი, მაგრამ არაფერი მოგვარებულა.”

0S1A4347

ახალქალაქის მერობის კანდიდატმა სოფელ თოთხამში 10 წუთიან მოკლე საუბარისას განმარტა, რომ კამპანია სამი ავტომობილით მეზობელ სოფელ კორხში მიეშურა. არც იქ დახვდათ ხალხმრავლობა, სოფლის ცენტრში 5-6 ადამიანი შეიკრიბა.

კორხში ოპოზიციური პარტიის კამპანია კითხვა-პასუხის ფორმატში ჩატარდა. სოფლის პრობლემების მოსმენის შემდეგ რაისიანმა მოულოდნელად და მკაცრი ტონით განაცხადა:

0S1A4353

“თქვენ ამბობთ, რომ ბევრი რამე გაკლიათ. მაშინ, მარტივი, ლოგიკური კითხვა – საერთოდ რატომ უნდა გქონდეთ? მომთხოვნი ადამიანები უნდა იყოთ, რათ დანაკლისი აინაზღაუროთ.

არ გექნებათ წყალი, სამუშაო, გზა, რადგან თქვენს ხმებს ჰყიდით. ერთი მარტივი ჭეშმარიტება უნდა გესმოდეთ – ერთ დღეს ხმების 70% ოპოზიციას მიეცით, რათა თბილისს გაუკვირდეს, რომ კორხში ხალხმა გაიღვიძა, იგრძნეს თავი ადამიანებად, სომხებად, რომ ისინიც არსებობენ.

0S1A4408

ამის შემდეგ სოფლები ორჯა და ხანდო მოინახულეს. კამპანიის რიტორიკა ყოველ სოფელში პრაქტიკულად ერთნაირი იყო – მხოლოდ მელიქ რაისიანი საუბრობდა. ხანდოში მან ხაზი სოფლის მკვიდრთა ერთიან და ძლიერ ტიპს გაუსვა, შემდეგ კი სთხოვა ოქტომბერში ხმა ხელისუფლებას არ მისცენ.

“ყველამ ნახეთ ტელევიზიით, რომ ნინოწმინდაში მთავრობის კანდიდატები, ანივარდ მოსოიანი და მელქონ მაკარიანი აგენტები არიან. არა ქართველი, არამედ თურქულ-აზერბაიჯანელი აგენტები. ამ საკითხთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია უნდა გვქონდეს  და ხმა ხელისუფლების წინააღმდეგ მივცეთ “, -განმარტა რაისიანმა სოფელ ხანდოს მოსახლეობასთან მიმართვაში.

0S1A4411

0S1A4361

შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბერი საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების დღეა.