არსენ კარაპეტიანი „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი, Jnews-ის ტოქშოუშს – „იცოდეთ ვის ირჩევთ“ – ესტუმრა.
2 ოქტომბრის არჩევნების წინ Jnews-ი თოქ-შოუების სერიას სხვადასხვა პარტიების კანდიდატებთან ერთად ატარებს. პირველი სტუმარი “ევროპული საქართველოს” მერობის კანდიდატი არსენ კარაპეტიანია.
სოფელ დადეშის მოსახლეობამ კანდიდატს პირდაპირ ეთერში შეკითხვები დაუსვა და თავიანთ მწვავე პრობლემებს – გზებს, ბუნებრივი აირის ნაკლებობას, კარტოფილის გაყიდვებს შეეხნენ.
Jnews-ი სტუდიის სტუმარს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” ურთიერთობაზე, ოპოზიციის პასიურობასა და აქტიურობაზე, საარჩევნო კამპანიასა და სირთულეებზე, საარჩევნო პერიოდში ჯავახეთის თავისებურებებზე ესაუბრა.
მერობის კანდიდატმა პირდაპირი ეთერის მაყურებლის შეკითხვებს – “რითი ჯობია ის თავის ოპონენტებს” – უპასუხა.
თოქ -შოუ პირდაპირ ეთერში ფეისბუქ გვერდზე გადიოდა. ჩანაწერის ყურება შესაძლებელია.